"იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ, პიტერ შმეიხელმა, რთული სტარტის შემდეგ "წითელი ეშმაკების" კიპერთან ანდრე ონანასთან ისაუბრა რომლის დეტალებსაც სტატიაში იხილავთ.
"ვფიქრობ, ონანას მიერ დაშვებული ბევრი შეცდომა მასზე წამოსული ზეწოლის გამო ხორციელდება, მე მას ველაპარაკე "ბაიერნთან" და ასევე "გალათასარაისთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ ის ძალიან განაწყენებული ჩანდა საკუთარ თავზე ამ შეცდომების გამო
ვცდილობდი მეთქვა, თუ როგორი მეკარე უნდა იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" და რატომ არ უნდა მისცე უფლება შეცდომებს შენს თამაშზე გავლენა მოახდინოს. თუ შეცდომებს დაუშვებთ მატჩის დროს, ხედავენ თუ არა ამას ტრიბუნები, უბრალოდ უნდა დაივიწყოთ.
თამაშის შემდეგ თქვენ გექნებათ ბევრი დრო თქვენი შეცდომების დასალაგებლად და გასაანალიზებლად, მაგრამ მატჩის განმავლობაში ამ ყველაფერმა არ უნდა იმოქმედოს თქვენზე, რადგან ეს გამოიწვევს შემდეგ შეცდომას",- განაცხადა დასასრულს შმეიხელმა.
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.