თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2023, 17:09
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1547,
კომენტარები: 9
სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი
გულშემატკივრებმა არჩევანი ბრაზილიელზე შეაჩერეს.
სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი
მძიმე პერიოდისა და რთული თამაშების შემდეგ, ტრადიციულად "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა თვის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს.

ხმების 70 % ბრაზილიელ კაზემიროს ერგო რომელმაც აღნიშნული პრიზი მიისაკუთრა, მეორე ადგილი გუნდის პორტუგალიელ ლეგიონერს ბრუნო ფერნანდეშს ხვდა წილად ხმების 21 % - ით, ხოლო მესამე ადგილზე დიოგო დალო გავიდა ხმათა 9 % - ით.

"კრისტალ პალასთან" ჩატარებულ შეხვედრაში კაზემირომ გოლს პლიუს საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ბრაზილიელმა "ბაიერნს" დუბლიც შეუსრულა, რის შემდეგაც სრულიად დამსახურებულად თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიპოვა.

საყრდენმა ნახევარმცველმა საბოლოო ჯამში სექტემბრის თვეში, 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

"ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლის შემდეგ აღნიშნულ ნომინაციაში ფეხბურთელმა 3 ჯერ შეძლო გამარჯვება.
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
6 ოქტომბერი 2023 17:52
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
ძირითადად სეზონის სტარტი მოვწყდი თამაშებს ანალიზებს საპატიო მიზეზისდა გამო, ჰოდა რა მინდა ვთქვა, ტენ ჰაგს ცვლილებები თუ სურდა ეს დე ხეათი არუნდა დაეწყო, ესპანელი იყო ერთერთი ნათელი წერტილი გუნდში, ფეხით თამაშის იდეა და იდეოლოგია მეკარის ჩართულობით მაშინ როდესაც მთელ ცენტრშია პრობლემები, უადგილოდ მეჩვენა და ისეც მიდის ჩვენი საქმე, ონანა ჯერჯერობით ამტკიცებს იმას რომ დე ხეა არ იყო გუნდიდან გასაშვები, ყველაზე მეტად ის მსურს რომ ერთხელ და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს გუნდში და სტრატეგია დაბრუნდეს იმ გზაზე იმ მეთოდიკაზე რომ ჩვენ გვსურს ვიყოთ აგრესიული შემტევი გუნდი, კადრი თუ ვერ აკმაყოფილებს ამ სტილს მოხსენი და გაუშვი კარში, აჯაფსანდალს რატო დავემსგავსეთ, პრობლემების თავი ბოლო რატო არ ჩანს, ქაოსში ვეფლობით ისევ ეს ყველაფერი კი ჩემი აზრით იმის ბრალია რომ ერთ არჩეულ გზაზე არ ვდგავართ, არ მინდა იმის დაჯერება რომ საქმე ისევ სპეციალისტშია ნამდვილად აღარ მინდა, ფერგის მერე ამდენი საკადრო ცვლილება ამდენი მწვრთნელი, როგორ ვერ დაგვალაგა ვერავინ.
0
№2
ავტორი: kashmara
6 ოქტომბერი 2023 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
ბაბუს ცოლი გარდაცვლილა აცხონოს უფალმა..
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
6 ოქტომბერი 2023 19:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
პოლ პოგბას 4 წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება დოპინგზე დადებითი ამოუვარდა.რა მაგრად ააწყო კარიერა გაოცდები კაცი.მეტი ეკუთვნის მასეთებს და მის აგენტებს
0
№4
ავტორი: Svanchester
6 ოქტომბერი 2023 20:18
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
ციტატა: Dato kutaisi
პოლ პოგბას 4 წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება დოპინგზე დადებითი ამოუვარდა.რა მაგრად ააწყო კარიერა გაოცდები კაცი.მეტი ეკუთვნის მასეთებს და მის აგენტებს

არადა როგორ შეეძლო რო დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო ამ გნიდას.
0
№5
ავტორი: ikeoni
6 ოქტომბერი 2023 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
Კაზეს კი ეკუთნოდა მაგრამ ეს რა ჭირი გვჭირსო ჩვენზეა ნათქვამი რა ხო ვერ დავლაგდით დაგვაწყდა ნერვები
1
№6
ავტორი: Malboro463
7 ოქტომბერი 2023 00:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5869
ციტატა: Dato kutaisi
პოლ პოგბას 4 წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება დოპინგზე დადებითი ამოუვარდა.რა მაგრად ააწყო კარიერა გაოცდები კაცი.მეტი ეკუთვნის მასეთებს და მის აგენტებს

ცხონებულმა უტირა დედა მასაც თავში ჭკუა არ ქინდა და კი დაინგრია კარიერა
შეძლო საუკეთესო ყოფილიყო მის პოზიციაზე
0
№7
ავტორი: PaLoMo
7 ოქტომბერი 2023 12:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: kashmara
ბაბუს ცოლი გარდაცვლილა აცხონოს უფალმა..

მაგას ადრე ხო მოუკვდა კაცო ცოლი?მე ასე ვიცოდი.აბა რატო დატოვა გუნდი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Chiko1989
7 ოქტომბერი 2023 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
Siri gundi tavisi fexburtelebit dedas she.....ci
0
№9
ავტორი: Kate
9 ოქტომბერი 2023 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: PaLoMo
ციტატა: kashmara
ბაბუს ცოლი გარდაცვლილა აცხონოს უფალმა..

მაგას ადრე ხო მოუკვდა კაცო ცოლი?მე ასე ვიცოდი.აბა რატო დატოვა გუნდი?

არა ის ცოლის და იყო ადრე რომ მოკვდა. და წავიდა ცოლის გვერდით უნდა ვიყოო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top