როგორც ჩანს, ჯეიდონ სანჩო არ აპირებს ბოდიშის მოხდას ერიკ ტენ ჰაგისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ გარემარბი შესაძლოა ცოტა ხნით ფეხბურთს მიღმა დარჩეს.
სანჩოს "ბარსელონასთან" დაკავშირების ჭორების გავრცელება უკვე დაწყებულია - ინგლისელით ადრე "კატალონიელები" იყვნენ დაინტერესებულნი ხოლო აღნიშნულ პერიოდში განიხილავენ მისი ხელახლა გაფორმების შესაძლებლობას.
TodoFichaes-ის ცნობით, სანჩო "ბარსელონაში" გადასვლას წინააღმდეგი არ იქნება. "კატალონიელებს" გარემარბის დაქირავება წელიწადნახევრით შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ განიხილება გაცვლის ვარიანტიც: ესპანელებმა ინგლისურ გრანდს სანჩოს სანაცვლოდ შესაძლკა რაფინია შესთავაზონ.
შეგახსენებთ, სანჩო "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობას სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ჩამოაშორეს. ფეხბურთელმა დაწერა, რომ მას უსამართლოდ ექცევიან და ძირითადი მისი სამიზნე ერიკ ტენ ჰაგი გახლდათ.