თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2023, 08:40
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2769,
კომენტარები: 21
შესაძლო ბარტერი
კლუბებმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.
შესაძლო ბარტერი
როგორც ჩანს, ჯეიდონ სანჩო არ აპირებს ბოდიშის მოხდას ერიკ ტენ ჰაგისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ გარემარბი შესაძლოა ცოტა ხნით ფეხბურთს მიღმა დარჩეს.

სანჩოს "ბარსელონასთან" დაკავშირების ჭორების გავრცელება უკვე დაწყებულია - ინგლისელით ადრე "კატალონიელები" იყვნენ დაინტერესებულნი ხოლო აღნიშნულ პერიოდში განიხილავენ მისი ხელახლა გაფორმების შესაძლებლობას.

TodoFichaes-ის ცნობით, სანჩო "ბარსელონაში" გადასვლას წინააღმდეგი არ იქნება. "კატალონიელებს" გარემარბის დაქირავება წელიწადნახევრით შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ განიხილება გაცვლის ვარიანტიც: ესპანელებმა ინგლისურ გრანდს სანჩოს სანაცვლოდ შესაძლკა რაფინია შესთავაზონ.

შეგახსენებთ, სანჩო "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობას სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ჩამოაშორეს. ფეხბურთელმა დაწერა, რომ მას უსამართლოდ ექცევიან და ძირითადი მისი სამიზნე ერიკ ტენ ჰაგი გახლდათ.
ჭორები
21 კომენტარი
№1
ავტორი: alkimikosi
30 სექტემბერი 2023 09:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 177
მას კლუბი არ უყვარს და გასაშვებია
2
№2
ავტორი: PaLoMo
30 სექტემბერი 2023 10:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
სითის აკადემიელისგან არც იყო ასეთი საქციელი გასაკვირი
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: ikeoni
30 სექტემბერი 2023 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
99% გაუშვებენ ამას
1
№4
ავტორი: De Gea #1
30 სექტემბერი 2023 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 29
რაფინია ან ფერან ტორესი ცუდი არ იქნება
1
№5
ავტორი: Dato kutaisi
30 სექტემბერი 2023 12:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
მშვენიერი ვარიანტია
0
№6
ავტორი: PaLoMo
30 სექტემბერი 2023 13:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
აუ დღევანდელ მატჩს ჩემი ნათესავი ესწრება ოლდ ტრაფორდზე
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: red_devil_17
30 სექტემბერი 2023 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
ძაან გული მწყდება რო ვერ ათამაშდა ჩვენთან. მოიხოდება როცა იქნება სხვა გუნდში, ჩვენთან ცუდ დროს მოუწია გადმოსვლა
0
№8
ავტორი: ikeoni
30 სექტემბერი 2023 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ციტატა: PaLoMo
აუ დღევანდელ მატჩს ჩემი ნათესავი ესწრება ოლდ ტრაფორდზე

Აუ რა მაგარია ყველას ოცნებაა ალბათ ოლდტრაფორდზე დასწრება ...მე ომონია მანიუზე ვიყავი შარშან
0
№9
ავტორი: Kate
30 სექტემბერი 2023 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: PaLoMo
აუ დღევანდელ მატჩს ჩემი ნათესავი ესწრება ოლდ ტრაფორდზე

საწყალი რა ცუდ თამაშს შეესწრო

აუ დამღალა ამ უთავო ტრენერმა. რაღას შეცვალა ყველა-წინა თამაში მოიგეს, დააყენე ისევ ის ხალხი რა.
გადავიფიქრე აღარ მივცემთ დრო ამ კაცს, წავიდეს მოუშვას აქედან. მოთამაშეებს გავლანძღავდი მაგრამ, მოედანზე რომ არ იციან რა გააკეთონ, ეს ტრენერის ბრალია და სხვა არავის

7 თამაშიდა 4 წაგება-ყველაზე ცუდი სტარტი კლუბის ისტორიაში. იმიტომ რომ ეს ვირივით ჯიუტი კაცი გყყავს სათავეში
1
№10
ავტორი: Dato kutaisi
30 სექტემბერი 2023 20:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ნერვები შეიწირა ამ გუნდმა ჩემი.აი როდესმე დადგება დრო რომ რეშფორდს ააცმევინებენ ამ გუბდიდან?როდესაც ყველა შემტევი ვინც კი გვყავს უფრო პროდუქტიულია ვიდრე რეში და დაიბღინძება მოედანზე,აი რა არის ის მიზეზი რის გამოც ეგ უნდა იდგეს სასტარტოში?ასე მგონია არ უნდა ამ კაცს თამაში და აძალებენ.მინუს ერთი კაცია რაც სეზონი დაიწყო.ახლა რაც შეეხება სხვებს.მაუნთი იყო ყველაზე კარგი არა იმიტომ რომ სასწაუოები აკეთა არამედ იმიტომ რომ რაც ევალებოდა ის აკეთა სწორად.კაზემირო და ბრუნო ჩაიკარგნენ რადგანაც ცენტრში რიცხობრივ უპირატესობას ორი კაცი ვერ გადაფარავს.ზოგადად რასაც ვერ ვხვდები ტენ ჰაგისას ეგაა თუ რატომ ვთამაშობთ 3 ნახევარმცველით,როდესაც აჩვენა ყველა თამაშმა რომ მიუხედავად სახელებისა ცენტრს ვერ ვიგებთ.სანამ 3 მცველიან და 5 ნახევარმცველიანზე არ გადავალთ ასე ვიქნებით სულ.ამას კი ვამბობ მაგრამ აქვე ვიცი ამ შემადგენლობით შეუძლებელია ეგ რადგანაც ბევრი დანაკლისი აქვს გუნდს.მოკლედ ძალიან ცუდი თამაში ითამაშეს და აქაც გამოჩნდა რომ ბურთის ფლობა თან ძირითადად საკუთარ ნახევარზე,არაფრის მომტანია.
p.s. მარსიალის მოკლე და გამჭოლი პასის კულტურა მისცა მთელს გუნდს ბევრად უკეთესად ვითანაშებდით.მარტო პასი რა ჯანდაბად მინდა მარსიალის მაგრამ ამით იმის თქმა მინდა რომ აი პასის კეთებისას არცერთი ფეხბურთელის არ არის თავდაჯერებული,სწრაფი,არაპროგნოზირებადი.აი რომ ვუყურებ მგონია ფეხები უცახცახებთ ბურთს რომ იღებენთქო.ერთი ლიჩა და ონანა არიან კიდევ ვინც მყარად დგანან და ისე აკეთევენ პასს.ძალიან დიდი პრობლემაა ეგ და ალბათ ერთერთი საკვანძოც
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top