ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ნიუკასლს" უმასპინძლებს.
"იუნაიტედმა", რომელიც ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია და რომელმაც ფინალში სწორედ "ნიუკასლი" დაამარცხა, წინა რაუნდში "კრისტალ პალასი" მიიღო საკუთარ მოედანზე და გარნაჩოს, კაზემიროსა და მარსიალის გოლებით 3-0 დაამარცხა.
მატჩის გამართვის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ჩატარდება 30 ოქტომბერს დაწყებულ კვირაში, რაც ნიშნავს იმას, რომ "იუნაიტედს" ლიგის თასის მატჩის მასპინძლობა მანჩესტერული დერბის შემდეგ მოუწევს.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.