"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ერიკ ტენ ჰაგის შენარჩუნებას კიდე. რამოდენიმე წლით გეგმავს.
როგორც გამოცემა 90min იტყობინება, "წითელი ეშმაკების" აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ არნოლდი და კლუბის სპორტული დირექტორი ჯონ მირტოუ კმაყოფილნი არიან სამწვრთნელო შტაბის საქმიანობით.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფუნქციონერები ჰოლანდიელს ყველა საკითხში მხარს უჭერენ.
შეგახსენებთ, რომ ტენ ჰაგი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2022 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს.
53 წლის სპეციალისტს მოქმედი კონტრაქტი ინგლისურ გიგანტთან 2025 წლის შუა რიცხვებამდე აქვს გათვლილი.
კლუბი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა ექვს მატჩში დაგროვებული 9 ქულით.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.