თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2023, 18:23
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1642,
კომენტარები: 7
ტენ ჰაგი მატჩის წინ
წინასამატჩო პრესკონფერენცია.
ტენ ჰაგი მატჩის წინ
დღეს თბილისის დროით 23:00 სთ-ზე პრემიერ ლიგის მეექვსე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" ვინსენტ კომპანის "ბარნლის" დაუპირისპირდება.

ტრადიციულად, წინასამატჩო პრსეკონფერენციაზე ჟურნალისთების მიერ დასმულ შეკითხვებს ერიკ ტენ ჰაგმა უპასუხა რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

გუნდის შემადგენლობის შესახებ

ვარჯიშის შემდეგ განვიხილავთ ჰარი მაგუაირის მდგომარეობას. ვარანიც ვარჯიშობს, ამრაბატიც, მაუნტიც იგივე პროცესებს გადის, შედეგებს შევაჯამებთ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა მათგანს დიდი ხანია არ უთამაშია. ამ დროისთვის ვარანი დაბრუნებასთან ყველაზე ახლოსაა.

სანჩო კვლავ ითამაშებს თუ არა იუნაიტედში?

ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე მხოლოდ მატჩისთვის ვემზადებით და მხოლოდ მასზე ვაკეთებთ აქცენტს. ის ამ მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება.

გაგიკვირდათ იმ სირთულეების მოულოდნელობა, რაც შეგხვდათ?

არა. ეს ჩემი მეორე წელია ამ კლუბში და ვიცი, რომ არ შეიძლება იყოს ერთი გაუთავებელი აღმართი, იქნება დაღმასვლაც. მაგრამ სირთულეები გაძლიერებს და თუ ყველანი ერთად იქნებით, მხოლოდ გაძლიერდებით. სწორედ ამას ვაპირებთ.
ჩვენ ყველანი ვართ ერთად - გასახდელში, სამწვრთნელო შტაბი, ექიმები, კლუბის სხვა თანამშრომლები - ყველანი ერთიანი ვართ და მზად ვართ ვიბრძოლოთ.

ჭორები გასახდელში უთანხმოების შესახებ

არ ვიცი, საიდან გაქვთ ასეთი ინფორმაციული გაჟონვა, მაგრამ მე ვიცნობ ჩემს მოთამაშეებს და ვიცი მათი მოსაზრებები. ყველას შეუძლია ნებისმიერი წინადადების გაკეთება განსახილველად, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს - "იუნაიტედმა" ყველა მატჩი უნდა მოიგოს, ამიტომ ეს არ ცვლის არსს. წინ რთული მატჩი გველის, თუმცა პრემიერლიგაში იოლი არ არის არცერთი შეხვედრა.

"ბარნლის" შესახებ

ვიცით, რა ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობენ.
ჩვენ ვიცით მათი მიდგომა და პირადად მე მომწონს ეს მიდგომა. თამაშში არის ინტენსივობა და დინამიკა, ამიტომ მაქსიმალურად ხარისხობრივად უნდა ვითამაშოთ",- აცხადებს დასასრულს ტენ ჰაგი
პრესკონფერენცია
7 კომენტარი
№1
ავტორი: Kate
23 სექტემბერი 2023 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
მარტინესი არ არის. ფეხი ტკივა-არსენალის თამაშის შემდეგ სულ ტკიოდა მაგრამ რადგან დაცვის ხაზი შეთხელებული იყო ტკივილით მაინც თამაშობდა
0
№2
ავტორი: ikeoni
23 სექტემბერი 2023 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ციტატა: Kate
მარტინესი არ არის. ფეხი ტკივა-არსენალის თამაშის შემდეგ სულ ტკიოდა მაგრამ რადგან დაცვის ხაზი შეთხელებული იყო ტკივილით მაინც თამაშობდა

ამდენი ტრამვა რა უბედურებაა რაა ეს
0
№3
ავტორი: Licha2001
23 სექტემბერი 2023 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
გამარჯვების გზაზე უნდა დავდგეთ, როგორმე
0
№4
ავტორი: PaLoMo
23 სექტემბერი 2023 22:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ბრუნოს გოლმა ვანპერსი გამახსენა.1-1ში.
რაც შეეხება პირველ ტაიმში:ჰანიბალის ეტყობა რომ ჯერ პატარა და გამოუცდელია
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: dybbuk
23 სექტემბერი 2023 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
ასეთ უნიჭო პრესინგს ნაკლებად თუ ნახავ, ყოვლად უსარგებლო და პლიუს ამას უკან დარჩენილი სივრცეები როცა ამ "პრესინგის" მერე გვიტევენ. რეფორდს სკამი არ აწყენდა ცოტა აზრზე მოსასვლელად(მიუხედავად იმისა რომ ნახევარი გუნდი გვაკლია). დალოზე კომენტარს აღარ ვაკეთებ, ძაან უდონოდ ჩამოსხმაა, ინტელექტი 0. ევანსი დღეს საუკეთესოა რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს და ამით მემგონი ყველაფერი ნათქვამია. ოქტომბერში შეიძლება რაღაც დასკვნების გაკეთება, ჯერ მაინც ადრეა ჩემი აზრით
0
№6
ავტორი: PaLoMo
23 სექტემბერი 2023 23:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
გილოცავთ ყველას გამარჯვებას.
ჰანიბალი დღეს ნათ ბედ იყო.
რეშფორდს ნამდვილად ჭირდება გამოფხიზლება და სჯობს დასვას სკამზე თუმცა ვინ დააყენოს?ესეც საკითხავია.ვარანის დაბრუნება დროული იყო და იმედია ისევ არ დაუმთავრებია.ამ მარცხენა ფლანგის მცველებს რა ჭირთ ვერგამიგია რაა 3 გვყავს და 3ვე ტრამვირებული(რეგიონს სავარაისოთ კუნთი გაეჭიმა)იმედია 1კვირაზე მეტი დრო არ დაჭირდება მწყობრში ჩასადგომად.მაკტინეის ნაცვლად აბრაბატს ვნახავდი და ჰანიბალის ნაცვლად მაუნტს.დღევანდელი 4-3-1-2 მშვენიერი წყობას და იმედია შემდეგ მატჩშიც ასე გავა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: Kate
24 სექტემბერი 2023 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: dybbuk
ასეთ უნიჭო პრესინგს ნაკლებად თუ ნახავ, ყოვლად უსარგებლო და პლიუს ამას უკან დარჩენილი სივრცეები როცა ამ "პრესინგის" მერე გვიტევენ. რეფორდს სკამი არ აწყენდა ცოტა აზრზე მოსასვლელად(მიუხედავად იმისა რომ ნახევარი გუნდი გვაკლია). დალოზე კომენტარს აღარ ვაკეთებ, ძაან უდონოდ ჩამოსხმაა, ინტელექტი 0. ევანსი დღეს საუკეთესოა რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს და ამით მემგონი ყველაფერი ნათქვამია. ოქტომბერში შეიძლება რაღაც დასკვნების გაკეთება, ჯერ მაინც ადრეა ჩემი აზრით

აუ კი რეშფორდი სკამზეა დასაშლელი. ახალი კონტრაქტი მისცეს თუ არა ტიპი მოდუნდა. მაგრამ არ სვამს თენ ჰაგი- ფავორიტები არიან უდავო რაშფორდი და ბრუნო. (ანტონიც სანამ თამაშობდა)
ახლა გუშინ გარნაჩო ასე 20 წუთს მაინც როგორ არ ითამაშებდა? ან პელისტრი? ეგენი როგორ უნდა განვითარდნენ შანსი თუ არ მიეცი? თუ არ გინდა და ვერ ენდობი, მაშინ სხვაგან გაყიდე მაინც რომ ფეხბურთელი არ გააფუჭო რა

ციტატა: ikeoni
ციტატა: Kate
მარტინესი არ არის. ფეხი ტკივა-არსენალის თამაშის შემდეგ სულ ტკიოდა მაგრამ რადგან დაცვის ხაზი შეთხელებული იყო ტკივილით მაინც თამაშობდა

ამდენი ტრამვა რა უბედურებაა რაა ეს

კი კითხვ3ბი ჩნდება- ფიზ მომზადების პრობლემაა ალბათ. ან შარშანდელს ვიმკით, შეუცვლელად ერთ სასტავს რომ ათამაშებდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top