გერმანიაში ჩატარებული ჩემპიონთალიგური შეხვედრა, "იუნაიტედის" კამერუნელი კიპერისთვის ანდრე ონანასთვის სახარბიელო ნამდვილად არ გახლდათ.
გაშვებული 4 გოლიდან კარის დარაჯმა ერთი ბურთი აშკარა პირადი შეცდომით გაუშვა, თუმცა საქმე იმაში არაა თუ რა დაემართა ანდრეს, სიტუაცია მდგომარეობდა შემდეგში როდესაც მეკარემ სწორი მენტალიტეტი გამოიჩინა და პასუხისმგებლობა თავად ბოლომდე იტვირთა აღნიშნულ მარცხზე.
კონკრეტულად ფეხბურთელმა ჟურნალისტებს თავად მოსთხოვა რომ მისგან ინტერვიუ აეღოთ და შეცდომაზე ხმამაღლა საუბარი გადაწყვიტა, გუნდის მარცხი კი პირად შეცდომას დააბრალა, რასაც საფეხბურთო კულისებიდან დადებითი შეფასება მოჰყვა.
”ჩვენ ყველანი ვიყავით ისეთ სიტუაციაში, როდესაც არ ვაკმაყოფილებდით იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩვენ თვითონ დავუწესეთ საკუთარ თავს.
ბევრი მატჩი მქონდა, როცა შეცდომებს ვუშვებდი და თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს გავურბოდი. ონანამ აჩვენა თავისი ხასიათი და ეს ნიშნავს, რომ მან ტესტი სწორად ჩააბარა.
მას კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს ხასიათი, რათა დარწმუნდეს, რომ ამ შეცდომებს გაუმკლავდება",- აცხადებს დასასრულს ფერდინანდი TNT Sports- ის ეთერში.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.