ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა ამ უკანასკნელის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და ერიკ ტენ ჰაგის გუნდის პერსპექტივები შეაფასა.
ბოლო მატჩში "წითელი ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნთან" სტუმრად ანგარიშით 4-3 დამარცხდნენ.
"ეს სეზონი ისეთივე იქნება, როგორც გასულ სეზონში. "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ გუნდით და ამ შესაძლებლობებით რასაც ისინი ამ ეტაპზე აჩვენებენ მხოლოდ ინგლისის ასოციაციის ან ლიგის თასის მოგება შეუძლია, სანამ გუნდი სხვა დონეს არ მიაღწევს რა თქმა უნდა.
მატჩი მიუნხენში? "ბაიერნ"- თან გატანილი სამი გოლი რა თქმა უნდა მაამებელი იყო, თუმცა მეორე ტაიმში შემადგენლობა თითქოს დაეცა, გუნდს აქვს გამოცდილება, მაგრამ არ იყენებს მას", - ციტირებს სქოულზის სიტყვებს The Mirror-ი.
"მანჩესტერი" პრემიერ ლიგაში მომდევნო მატჩს "ბარნლის" წინააღმდეგ გამართავს.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.