ანდრე ონანა საკუთარი კარის მშრალად შენახვას ვერც ჩემპიონთა ლიგაზე ახერხებს, კამერუნელის კარის ბადე ამჯერად მიუნხენელებმა დალაშქრეს.
ერთ ერთი გაშვებული გოლი კიპერის აშკარა შეცდომას მოჰყვა, რაზეც თავად ონანამ ისაუბრა და საკუთარი შეცდომაზე ყურადღება გაამახვილა.
"ძნელია ამ შედეგის მიღება. ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ ჩემი შეცდომის შემდეგ თამაშის რითმი დავკარგეთ. ჩვენთვის, პირადად ჩემთვის კი ნამდვილად რთული მდგომარეობაა.
კლუბი დავაღალატე და ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვისწორო. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არ მიდის ახალ კლუბში და ეს თამაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო ჩემი გადმოსვლის დღიდან.
ამბიციური კლუბი ვართ. ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ და კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ სასურველი შედეგების მისაღწევად", - ციტირებს ონანის სიტყვებს BBC Sport.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.