თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2023, 08:46
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1149,
კომენტარები: 6
ბრუნო: "არავინ ელოდა ჩვენს მიერ გატანილ 3 გოლს"
კაპიტნის მატჩისეული შეფასება.
ბრუნო:
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ერიკ ტენ ჰაგის შეგირდებისათვის ცუდად დაიწყო, კლუბმა გერმანიაში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

ანდრე ონანას კარში, პირველ ტაიმში ორი უპასუხო გოლი გავიდა, თუმცა შესვენების შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" თამაშში ინტრიგის დაბრუნება შეძლეს.

"მმიუნხენელთა" მხრიდან თავი სანემ, გნაბრიმ კეინმა და ტელმა გამოიჩინეს, რაზეც "ოლდ ტრაფორდელებმა" 49-ე წუთზე ჰოილუნდის გოლით, და კაზემიროს დუბლით უპასუხეს.

"ცხადია, ეს შედეგი საკმარისი არ იყო წარმატების მისაღწევად, მაგრამ ჩვენ ვთამაშობდით არათუ უბრალო გუნდის არამედ მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელით დაკომპლექტებული.

ვფიქრობ, ცოტა ადამიანი ელოდა, რომ ჩვენ სამი გოლის გატანას შევძზლებდით მიუნხენში "ბაიერნის" წინააღმდეგ",
- ციტირებს ფერნანდეშის სიტყვებს The United Stand.
სიახლეები
6 კომენტარი
№1
21 სექტემბერი 2023 08:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 326
ვერ გამიგია, 10-15 წუთს თამაშობს გუნდი და მერე ყველანი ჩერდებიან მწყურვალე ჯორებივით.
0
№2
ავტორი: PaLoMo
21 სექტემბერი 2023 09:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ერთადერთი კარგი რამ ჰოილუნდის გოლი იყო გუშინ.პირველი ჰოლის მერე ყურები ჩამოყარეს და 2:0რომ მორჩა პირველი ტაიმი უნდა გაგვხარებოდა ნამდვილად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: red_devil_17
21 სექტემბერი 2023 09:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
მცველი კაია მარა შეტევაში ნეტა თუ აპირებენ რამეს. რაშფორდი რო დაიმტვრეს რას ვაპირებთ ნორმალური გამტანი არავინ გვყავს წინ :/ მარსიალისას ვერაფერს გაიგებ, სანჩო და ანტონი რავიცი ვერცერთზე ვერ დაამყარებ დიდად იმედებს, და ეს ახალი ბიჭი რასიზავს კაცმა არიცის, ჯერ მოედანზეც ვერ გააღწია.

ეს დავწერე აგვისტოში აქ კომენტარად და ესე აგიხდეთ ყველაფერი wink დავკარგეთ სანჩოც და ანტონიც განუსაზღვრელი ვადით.
0
№4
ავტორი: ikeoni
21 სექტემბერი 2023 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
Ველოდებით ყველა ლაზარეთის დაცლას რო გუნდმა ახალი სისხლი გადაისხას
0
№5
ავტორი: Mishiko82
22 სექტემბერი 2023 07:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
გუნდი თითქოს ყანაში თოხნიდა და შემდეგ გავიდნენ მოედანზე სათამაშოდ, მისავათებულები იყვნენ თითქოს წინასწარ იცოდნენ რომ წააგებდნენ, ონანამ ცუდი თამაში ჩაატარა და ვფიქრობ დე ხეას არაფრით ჯობია ჯერ-ჯერობით ასეა ტყუილა გადაყარეს 65 მილიონი ევრო. ორი ბურთი მის სინდისზეა, ზამთარში აუცილებლად უნდა დავიმატოთ ვინმე თორემ ოთხეულში კი არა ექვსეულშიც ვერ მოვხვდებით, ორი კარგი ტრანსფერი გვინდა აუცილებლად, გოლის გამტანი გვინდა ძაან გვიჭირს გატანაც და თავის დაცვაც.
0
№6
ავტორი: shotkin
22 სექტემბერი 2023 08:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მაგარი უაზრო გუნდი ვართ, ვეღარ დაადგა საშველი 10 წელია უკვე ელემენტარულად ძლიერი სრულყოფილი 11 ეულის ჩამოყალიბებას 4-5 ნორმალური ფეხბურთელის სკამზე დამატებით ყოფნით,

იმენა წყევლაა რა , 1.სანჩო , 2, ანტონი, 3,რეშფორდი, 4.ჰოილუნდი, 5,გარნაჩო. 6.პელისტერი. 7.დიალო.
8.მკვდარზე ვენოკი (მარსიალი);

8 კაციდან სეტევაში 2 ცხრიანის მოთამაშეა ; მარსიალი და ჰოილუნდი, მარსიალი იდიოტია და ეგ ვიცით დარჩა 6 ვინგერი ამ 6 ვინგერიდან არცერთი არ არის ტოპ დონე - რეშფორდისას ვერაფერს გაიგებ ფაფხურაა ხან უვარდება კაი თამაში ნან საშინელებაა , ენტონი სუსტია, სანჩო ნუ ლაპარაკი ზედმეტია, მარსიალზეც არაფერს ვიტყვი ისედაც ცხადია უბრალოდ ამაზრზენია მაგის ყურება და გასაკვირია აქამდე კიდე როგორ ირიცხება კლუბში ... გარნაჩო ნუ ნათელი მომავალივითაა მარა ის დონე არაა ჯერ რო გადაწყვიტოს დიდი თამაშების ბედი, არც პელისტერია და არც დიალო ის დონე რო დიდ თამაშებში გაიბრწყინონ ეგკიარა საშუალო დონის გუნდებთან თუ გაახერხებენ ძლივს რამეს,

ჯამში მარტო ეს შეტევითი პოტენციალი და ძალა რო განვიხილოთ ვართ საშუალო დონის შემტევი გუნდი. არანაირი გრანდობის ამ პოზიციაზე მანიუს არ სცხია>...შედეგიც ლოგიკურია 10 წელი სერიოზული ტიტულის გარეშე.....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top