"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ტრადიციულად ინტერვიუ ჩაწერა.
"წითელმა ეშმაკებმა" მეორე ტაიმში სამი გოლი გაიტანეს, რასმუს ჰოილუნდისა და კაზემიროს ძალისხმევით, რომელმაც დუბლი შეასრულა, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა გუნდს თუნდაც ქულა მოეპოვებინა.
"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ფრეს მაინც უნდა მიაღწიო ასეთ მატჩში როდესაც ისეთ გუნდს რომელიც "ბაიერნია" სამ გოლს გაუტან.
ჩვენ გავდივართ ისეთ პერიოდს, როცა ბევრი რამ ჩვენს წინააღმდეგ გროვდება. ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ბედი. ბოლო სამ მატჩში ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა.
სიტუაცია ჩვენს ხელშია, მხოლოდ ჩვენ თვითონ შეგვიძლია ამ ყველაფრის საჩვენოდ შემობრუნება", - თქვა ტენ ჰეგმა TNT Sports-თან მატჩის შემდგომ ინტერვიუში.
ინტერვიუები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.