შოტლანდიის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს სკოტ მაკტომინაის გერმანიის ბუნდესლიგა ეპატიჟება, ამის შესახებ ტაბლოიდის The Mirror-ის ჟურნალისტები იუწყებიან.
აღნიშნული წყაროს ცნობით, 26 წლის ბრიტანელის შეძენით მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდება.
გერმანიის ჩემპიონი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში მაკტომინაის შეძენას გეგმავს, იმ შემთხვევაში თუ ლონდონის "ფულჰემთან" პალინიას ტრანსფერზე შეთანხმება ვერ მოხერხდება.
ნახევარმცველის შრომითი ხელშეკრულება "წითელ ეშმაკებთან" 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.