"მანჩესტერ იუნაიტედის"ახალწვეული ნახევარმცველი სოფიან ამრაბატი მაროკოს ეროვნული ნაკრების მომავალ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს.
27 წლის ფეხბურთელი ტრავმირებულია ნახევარმცველი სამატჩო განაცხადებიდან ამოღებულია, იუწყება მაროკოს ეროვნული ნაკრების პრეს-სამსახური. განაცხადში ვაკანტურ ადგილს იაჰია ჯაბრანი დაიკავებს.
სოფიან ამრაბატი "მანჩესტერ იუნაიტედს" სექტემბრის პირველ დღეს იჯარის წესით იტალიური "ფიორენტინა"- დან შეუერთდა. წითელ ეშმაკებს ასევე აქვთ უფლება ფეხბურთელის კონტრაქტი საბოლოოდ გამოისყიდონ.
9 სექტემბერს მაროკოს ნაკრები ლიბერიას დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ კი ბურკინა ფასოსთან ექნება დაპირისპირება.
ამრაბატი აღდგენით პროცესებს მისი ამჟამინდელი კლუბის ბაზაზე გაივლის.