თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2013, 13:58
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2567,
კომენტარები: 11
სკოფილდი-აღმომჩენი
ყოველთვის ვაკვირდებოდი და მსიამოვნებდა თუ როგორ ყალიბდებოდა იგი მსოფლიო დონის ვარსკვლავად
სკოფილდი-აღმომჩენი
რაიან გიგზის ავტობიოგრაფიაში წერია:"ის მწვრთნელი დენის სკოფილდი იყო, არაჩვეულებრივი ადამიანი და ნამდვილი სპეციალისტი...იგი მერძევეთ მუშაობდა, მაგრამ საოცრად ახერხებდა თავის ცხოვრებაში ფეხბურთისთვისაც დაეთმო ადგილი. იგი ცხოვრობდა ფეხბურთით."

ინგლისური ანბანის მწკრივში სკოფილდის გვარი შმეიჰელისა და სქოულზის შუაში იმყოფება. იმის მიუხედავად, რომ მისი სახელი არც თუ ისე განთქმულია, სკოფილდის გავლენა გიგზზე და "მანჩესტერ იუნაიტედზე" შეუდარებელია. ყოველთვის გამოიძებნება ადამიანი, რომელიც პირველი შეძლებს დაინახოს ფეხბურთელში ტალანტი, რაიანის შემთხვევაში კი ის იყო მერძევე სუინტონიდან, რომელიც ამავდროულად "მანჩესტერ სიტის" სკაუტი იყო. თავის 82-ი წლის ასაკში სკოფილდი ისევ ინარჩუნებს ადრინდელ ძალას. იგი დღესაც "დინსის" პრეზიდენტია, გუნდი, რომელშიც მან 30 წლის უკან შესთავაზა რვა წლის გიგზს გადასულიყო. რაიანს არაფერი არ დავიწყებია და დღეს აქტიურად ეხმარება გუნდს. იმის მიუხედავად, რომ გიგზმა თავისი მე-1000 თამაში ჩაატარა, სკოფილდი მაინც უკმაყოფილოა იმით, რომ რაიანი-"სიტიში" არ დარჩა. წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლებოდა მთელი მანჩესტერის საფეხბურთო ისტორია მის გარეშე! სკოფილდი თვლის, რომ გიგზს შეუძლია ითამაშოს იმდენი, რამდენიც სტენლი მეტიუზმა. მას იგი ისევ ახალგაზრდა ჭაბუკად ახსოვს, რომელიც დიდ იმედებს იძლეოდა.

"მაშინ მერძევედ და სკაუტად ვმუშაობდი "სიტიში"-იხსნენბს დროს, როდესაც რაიანს შეხვდა.- დავინახე ბიჭები, რომლებიც გამოდიოდნენ ადგილობრივ სკოლიდან ბუცებით ხელში. მათი ასაკი დაახლოებით რვა-ცხრა წელი იყო. გავიგე, რომ ისინი სათამაშოთ მიდიოდნენ და მეც მათ გავყევი. იქ ყურადღება მივაქციე ერთ ბიჭს, რომელიც აქტიურად მოძრაობდა მარცხენა ფლანგზე. ის რაიან უილსონი იყო. იგი ახალი გადმოსული იყო უელსიდან სუიტონში. მე იმ გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელს ვკითხე, იმყოფებოდნენ თუ არა მისი მშობლები თამაშზე. მათ მე დედამისი მიჩვენეს. მივედი და ვკითხე, მისი ბავშვი იყო თუ არა ის, რომელიც მარცხენა ფლგანზე დარბოდა. ის დამეთანხმა და იქვე მივიწვიე ჩვენს გუნდში "დინსში''. მაშინ გავიფიქრე, რომ უფლება არ მქონდა ხელიდან გამეშვა ასეთი ბავშვი. შემდეგ რაიანს სახლში მივაკითხე და სავარჯიშოთ წავიყვანე. იმ დღეს ყველამ ნახა თუ როგორი კარგი იყო ეს ჭაბუკი. მოგვიანებით, რაიანმა მისი ძმა როდრი მოიყვანა. იგიც ყველას მოეწონა თავისი თამაშით."

"რაიანი გუნდს შეუერთდა და არაჩვეულებრივად თამაშობდა:ბურთის კონტროლი და სისწრაფე...გაიხსენეთ გოლი, რომელიც მან "ტოტემჰემს" გაუტანა წლების უკან-ეს ის არის, რასაც ვგულისხმობ."

თვითონ სკოფილდი "ბოლტონში" თამაშობდა და ერთხელ ჯონ ჩარლზთანაც მოუწია თამაში ბრიტანული არმიის თასზე. მან კარგად იცოდა თუ რა ტალანტი იმალებოდა ვალიელ ფეხბურთელებში. როდესაც დენისი სკაუტი გახდა თქვა, რომ მას შეუძლია ფეხბურთელში აღმოაჩინოს ის, რასაც სხვა სკაუტი ვერ დაინახავს. "მე შემეძლო გამომერჩია ფეხბურთელი და ამავდროულად დამებრაკა. მაგრამ ამას, რაიანს ვერ გავუკეთებდი".

"დინსიდან" გიგზი "მანჩესტერ სიტიში" გადაიყვანა. მას იმედი ჰქონდა, რომ რაიანი ხელს მოაწერდა კონტრაკტს "სიტისთან", იმის მიუხედავად, რომ რაიანს ყოველთვის "იუნაიტედი" მოწონდა, რაზეც შემდეგში საკუთარ წიგნში ისაუბრა.

"წლების მანძილზე კუნძულ უაიტზე დავდიოდით ტურნირზე. როდესაც იქ პირველად წავიყვანეთ რაიანი, ყველა გვეკითხებოდა "ვინ არის ეს ყმაწვილი?". მომდევნო სეზონში კი ხალხი იმისათვის მოდიოდა თამაშზე, რომ მას დაკვირვებოდნენ. საინტერესოა ისიც, რომ სქოულზი და ძმები ნევილებიც მოდიოდნენ იქ "ოლდჰემთან" ერთად, მაგრამ არცერთი მათგანი არ ბრწყინავდა ისე, როგორც რაიანი. იგი შეუდარებელი იყო!"

"როდესაც მას 9 წელი შეუსრულდა, იგი "სიტიში" მივიყვანე. მას დიდი პატივით დახვდნენ. კომედიშოუს წამყვანებმა " Little an Large-დან", რომლებიც ასევე ჩვენი ქომაგები იყვნენ, შეხვდნენ მას პატივით. დიდიხნის განმავლობაში "სიტის" ბაზაზე ეკიდა რაიანის სურათი მათ ფორმაში. ისინი ამბობდნენ, რომ როგორც კი მას 14 წელი შეუსრულდება-განახორციელებენ დიდ ტრანსფერს. "სიტის" მთავარ სკაუტს ვეუბნებოდი:"იმ დღეს, როდესაც რაიანი 14 წლის გახდება, მასთან ერთად იყავით სახლში, რადგან "იუნაიტედს" დიდი სურვილი აქვს ეს ბავშვი გადაიბიროს. მან მითხრა, რომ უკვე ელაპარაკი მის მშობლებს და ყველაფერი მოგვარებული იყო. დილით, როდესაც რაიანს 14 წელი შეუსრულდა, ალექს ფერგიუსონი და მისი ერთ-ერთი სკაუტი ჯო ბრაუნი მასთან იყვნენ სახლში და ხელს აწერდნენ კონტრაკტს. ამ დროს, "სიტის" წარმომადგენლები ოფისში ისხდნენ და ყავას სვამდნენ."

"ისეთ ფეხბურთელს, როგორიც რაიანია, ყოველთვის თვალ-ყური უნდა ადევნო. იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი იყო, მაგრამ მე მაინც გულდაწყვეტილი ვიყავი იმით, თუ როგორ იმოქმედა "სიტიმ". ამის გამო, მე გუნდი დავტოვე."

"ბლექბერნ როვერსსა" და ერთ წლიანი "იუნაიტედში" მუშაობის შემდეგ, სკოფილდი "სიტიში" დაბრუნდა. მან კარგად იცის ორივე გუნდების დამოკიდებულება ერთმანეთთან. დაღლილი ხმით ამბობდა:"ფერგიუსონმა ისევ წაგვართვა არაჩვეულებრივი ფეხბურთელი. მე, რაიანი "სიტის" ვურჩიე, მაგრამ "იუნაიტედმა" დაგვასწრო. ყოველთვის უნდა იყო პირველი, იმის მიუხედავად თუ ფეხბურთელი "იუნაიტედის" გულშემატკივარია.

დასასრულისათვის, სკოფილდი ისევ ლაპარაკობს იმ ბავშვზე, რომელსაც 30 წლის უკან თვალი დაადო:"დიდი ხნის მანძილზე ვინარჩუნებდი კავშირს რაიანთან. იგი, დღემდე მოდის გუნდში. ყოველთვის ვაკვირდებოდი და მსიამოვნებდა როგორ ყალიბდებოდა იგი მსოფლიო დონის ვარსკვლავად."

წყარო-Manutd.Ru

სპეციალურად Redarmy.Ge-სთვის!
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
13 მარტი 2013 13:59
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
მადლობაა შეეენ! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: GENIUS
13 მარტი 2013 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
მაგარია :)))) გიგზიი უდიდესია
0
№3
ავტორი: TrueRed
13 მარტი 2013 14:32
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
უძლიერესიაა გიგზიი love
0
№4
ავტორი: captain
13 მარტი 2013 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
ამ დროს, "სიტის" წარმომადგენლები ოფისში ისხდნენ და ყავას სვამდნენ. wink
0
№5
ავტორი: buka oboladze
13 მარტი 2013 14:56
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
გიგზი უძლიერესია love
0
№6
ავტორი: UTD-Rule
13 მარტი 2013 15:02
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვა რა ისტორია ყოფილა ნახე ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: Red Hooligan
13 მარტი 2013 15:08
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
მართლაც, რომ სკოფილდია :დ გაქცევის ფანები მიხვდებით :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№8
ავტორი: Luka Gelashvili
13 მარტი 2013 15:16
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
მაგარი ყოფილა.. :)))) თავის 82-ი წლის ასაკში სკოფილდი ისევ ინარჩუნებს ადრინდელ ძალას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№9
ავტორი: love united
13 მარტი 2013 15:39
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძალიან მაგარია...საღოლ..
0
№10
ავტორი: Shako Jones
13 მარტი 2013 17:04
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
დიდი მადლობა სკოფილდს <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top