"ფიორენტინამ" ევროპა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა მაროკოელი ფეხბურთელი, რამაც დამატებით სპეკულაციებს მისცა ბიძგი. როგორც მედია იუწყება ამრაბატი რეალურად "იუნაიტედის" მთავარი სამიზნეა.
ტენ ჰაგის არჩევანი ის იმიტომაც არის, რომ ერთად მუშაობის გამოცდილება აქვთ "უტრეხტში", მაგრამ ოფიციალური შეთავაზების პროცესს "ეშმაკების" შემოსავლების უარყოფითი ბალანსი აჭიანურებს.
"მანჩესტერმა" სატრანსფერო წესების დაცვით ნახევარმცველი რომ შეიძინოს, ამისათვის აუცილებელია დამატებით გაასხვისოს რომელიმე ფეხბურთელი შემადგენლობიდან.
ფრედის "ფენერბახჩეში" გასხვისების შედეგად აკუმულირებულ 15 მილიონს შესაძლოა დონი ვან დე ბეკის ტრანსფერიდან დაემატოს თანხა. კლუბში განიხილავენ ასევე ვერსიებს, თუ როგორ შეიძლება აუაროს კლუბმა ამ შეზღუდვას გვერდი იჯარებისა და ობლიგაციების სახითაც.
"მანჩესტერ იუნაიტედს" მხოლოდ 8 დღე რჩება ამრაბატის ტრანსფერის დასახურად და ნახევარდაცვაში არსებული პრობლემური სიტუაციის შესაცვლელად.
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.