პროცესის გაჭიანურება კლუბის შესყიდვის მოსურნეებს არ აწყობთ, რადგანაც მათ უწევთ ბანკების, მრჩეველებისა და იურისტებისათვის სხვადასხვა მომსახურებებისათვის თანხების გადახდა.
ამიტომ თუ "გლეიზერების" ოჯახი კლუბის გაყიდვას გადაწყვეტს ისინიც დაუყოვნებლივ იმოქმედებენ. შეიხ ჯასიმი ერთგული რჩება დაპირებებისა, რომელიც ითვალისწინებს გუნდის ვალების დაფარვას, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, მამაკაცთა, ქალთა და აკადემიის გუნდებში ინვესტირებას.
"გლეიზერების" ოჯახმა "მანჩესტერ იუნაიტედი" 2005 წელს საკმაოდ საკამათო პირობებში შეისყიდა 790 მილიონ ფუნტ სტერლინგად, რაც გულისხმობდა გუნდის სახელით 500 მილიონი ფუნტის დამატებით ვალად აღებას.
2005 წლიდან დღემდე ამ ვალის მომსახურება "მანჩესტერ იუნაიტედს" 1 მილიარდ ფუნტზე მეტი დაუჯდა და ბოლო ცნობებით გუნდის დღევანდელი ვალი 725 მილიონ ფუნტს შეადგენს.
ანალიტიკოსები წერენ, რომ გაწელილი პროცესი სრულად ლოგიკურია, რადგანაც ამერიკულ ოჯახს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული გაყიდონ თუ არა გუნდი:
"მათ არასოდეს უთქვამთ, რომ სურთ გუნდის გაყიდვა. ნოემბერში, როდესაც განცხადება გაავრცელეს მასში ეწერა, რომ ოჯახს სურს დამატებითი ინვესტიციების მოძიება აქციების გაყიდვის ხარჯზე, რათა რეინვესტირება მოეხდინა გუნდში. მაგრამ ამ ყველაფერს უკვე ჯასიმისა და რედკლიფის შეთავაზებები მოჰყვა და პროცესები სხვაგვარად განვითარდა".- ნათქვამია განცხადებაში
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედის" ფანებისათვის იმედის მომცემი იყო შეთავაზებების გაკეთების პროცესის საწყისი ეტაპები, ფაქტია პროცესი მალე ვერ დასრულდება და მოთმინებით უნდა დაველოდოთ პროცესების განვითარებას
სიახლეები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.