ცნობილი გამოცემის The Sun - ის ჟურნალისტი ნილ კასტისი იუწყება, რომ მეისონ გრინვუდი გუნდის განაცხადს შესაძლოა შემდეგ კვირაში დაუბრუნდეს.
"ეს იყო ხანგრძლივი და ძალიან რთული პროცესი ყველა მასში მონაწილე პირისათვის, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი დასასრულს უახლოვდება.
შიდა გამოძიება დასასრულს მიუახლოვდა, რის შემდეგაც მეისონი ძალიან ახლოს არის გუნდის განაცხადში დაბრუნებასთან და "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობასთან.
მას არასდროს შენელებია იმის კეთების სურვილი რაც ყველაზე ძალიან კარგად გამოსდის, მან ასევე დაიმსახურა ერიკ ტენ ჰაგისა და გუნდის ფეხბურთელების მხარდაჭერა.
ახლა უკვე მეისონი ელოდება მწვანე შუქს. როგორც სპორტული საინფორმაციო წყაროები იუწყებიან გადაწყვეტილება ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ჩატარების შემდეგ გამოცხადდება".