თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2023, 11:19
ავტორი: kikala,
ნანახია: 2056,
კომენტარები: 13
მატეი კოვარი "ლევერკუზენში" ითამაშებს
ახალგაზრდა ჩეხი "იუნაიტედს" დატოვებს
მატეი კოვარი
გერმანული Kicker - is ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა გოლკიპერი მატეი კოვარი ლევერკუზენის "ბაიერში" ითამაშებს.

ინფორმაციას ადასტურებს ფარბრიციო რომანოც. გამოსასყიდმა თანხამ 9 მილიონი ევრო შეადგინა.

კოვარმა გასული სეზონი იჯარის წესით პრაღის "სპარტაში" გაატარა. 23 წლის ფებურთელმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "სპარტასთან ერთად მატეი ჩეხეთის ჩემპიონი გახდა.

პრე - სეზონზე კოვარმა "იუნაიტედის" მაისურით "ლიდსთან შეხვედრაში 45 წუთი ითამაშა და კარი მშრალად შეინახა, ხოლო "ლიონთან" 1-0 მოგებულ მატჩში 90 წუთი გაატარა მოედანზე.
ტრანსფერები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2023 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11501
75 მილიონი აიღო გუნდმა გაყიდული მოთამაშეებისგან და ვინები წავიდნენ კი ვიცით ყველამ :))
0
№2
ავტორი: PaLoMo
13 აგვისტო 2023 13:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4064
9მილიონიო? ყოჩაღ ჩვენ უცნობ მოთამაშეში თუ ამდენს გვაძლევენ

ციტატა: ikeoni
75 მილიონი აიღო გუნდმა გაყიდული მოთამაშეებისგან და ვინები წავიდნენ კი ვიცით ყველამ :))

არაა პატარა თანხა ამიტომ თუ პლანეტა იყიდა ვესტჰემი სკოტს წაიყვანს და ალბათ 45ად გაატანე ან 40ად თუმცა 40ად აქამდეც უნდოდათ და არ გაატანეს არადა ცუდი ფასი არაა სკოტში 40ლიმონი

პატარიძე პირველი შეთავაზება უარყო ბაიერნმა თუმცა რამდენი შევთავაზეთ არ ვიცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Kate
13 აგვისტო 2023 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: PaLoMo
9მილიონიო? ყოჩაღ ჩვენ უცნობ მოთამაშეში თუ ამდენს გვაძლევენ

ციტატა: ikeoni
75 მილიონი აიღო გუნდმა გაყიდული მოთამაშეებისგან და ვინები წავიდნენ კი ვიცით ყველამ :))

არაა პატარა თანხა ამიტომ თუ პლანეტა იყიდა ვესტჰემი სკოტს წაიყვანს და ალბათ 45ად გაატანე ან 40ად თუმცა 40ად აქამდეც უნდოდათ და არ გაატანეს არადა ცუდი ფასი არაა სკოტში 40ლიმონი

პატარიძე პირველი შეთავაზება უარყო ბაიერნმა თუმცა რამდენი შევთავაზეთ არ ვიცი

30 მილიონად (ფუნტი) სკოტი და არ გაატანეს. მე ლიჩნად გავატანდი მაგრამ ტენ ჰაგი ალბათ ფიქრობს ვის ვიყიდი მაგ ფასშიო-ალბათ მარტო ტაილერ ადამს ლიდსიდან და არა მგონია სკოტზე უკეთესი იყოდ.
პავარის ყიდვა გვინდა კი-ვნახოთ რა გამოვა

ისე ალბათ მაგ ფასად ვინმე ახალგაზრდა პერსპექტიული კი მოგვივა. მანჩესტერის სკაუტები იმ დღეს ხეფრენ ტურამს აკვირდებოდნენ. მე არ მინახავს მისი თამაში მაგრამ მამის რამე თუ ცხია, ურიგო ვერ იქნება wink
0
№4
ავტორი: red_devil_17
14 აგვისტო 2023 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
რას ფიქრობთ დღევანდელ თამაშზე აბა მეგობრებო
0
№5
ავტორი: ikeoni
14 აგვისტო 2023 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11501
ციტატა: red_devil_17
რას ფიქრობთ დღევანდელ თამაშზე აბა მეგობრებო

3-0 მოვიგებთ
0
№6
ავტორი: Misha1986
14 აგვისტო 2023 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ წესით,ტრანსფერები არ გაუკეთებია გუნდს და ლოპეტეგი 1 კვირის უკან წავიდა,არც მომზადებულები არიან სათანადოდ.
0
№7
ავტორი: GGMU..
14 აგვისტო 2023 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
გაუმარჯობათ მეგობრებო! დიდი ხნის წინ ვიყავი ამ საიტის მომხმარებელი, იმ დროს როდესაც საიტს ჰყავდა უამრავი მწერალი, მომხმარებლებიც მეტნი ვიყავით, იდებოდა მატჩის პრევიუები, პრესკონფერენციები, ტრანსფერებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მატჩის ანალიზები და.შ, პარალელულად წამახალისებელი გათამაშებები ეწყობოდა. ახლა კი რეალურად საიტზე არიას 2 მწერალი (კიკალა და სვანჩესტერი) გენაცვალეთ ორივეს, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ მაქსიმუმს დებთ, რომ მომხმარებლებს მოგვაწოდოთ ნიუსები, მადლობა ამისთვის დიდი. განსაკუთრებით სვანჩესტერის მიმართ მინდა ავღნიშნო, რომ ეს ადამიანი რასაც ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებს ამ საიტისთვის არის ფასდაუდებელი. უბრალოდ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი, ერთ დროს საიტს 4-5 და მეტი მწერალი ჰყავდა, 2 ადამიანი ფიზიკურად ვერ გააკეთებს იმდენს და ვერ გასწვდება საქმეს. ჩემი აზრით, მწერლების აყვანა საჭიროა, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტი სიახლე ექნება საიტს, ორმაგად მეტი დაიწერება რათქმაუნდა. მაგალითად დღეს არის პრემიერ ლიგის გახსნითი შეხვედრა, წლების წინ უკვე დაიდებოდა ამ დროს მატჩის პრევიუ, მწვრთნელის პრესკონფერენცია და.შ...პ.ს მინდა, რომ დაბრუნდეს ის დრო, იმიტომ ვაფიქსირებ ჩემ აზრს, რომ საიტისთვის მხოლოდ და მხოლოს კარგი მსურს.... საიტის წევრებო მგონია, რომ თქვენც სრულიად დამეთანხმებით და გაიზიარებთ ჩემ აზრს... მადლობთ ყურადღებისთვის!
6
№8
ავტორი: Old Red Devil
14 აგვისტო 2023 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
გაუშვა დე ხეა უფასოდ, ოყიდო ონანა, გაყიდო 9 მილიონად უცნობი მეკარე და სკამზე გყავდეს ჰენდერსონი. ეს რამე ახალი პოლიტიკაა თუ?!?!?!
0
№9
ავტორი: Kate
14 აგვისტო 2023 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
მორჩა ბიჭებო და გოგოებო(? ) დავნებდი. ამ გუნდისგან არაფერს არ ველოდები. დიდი იმედი მაქვს გუნდი გაიყიდება და თენ ჰაგს გაუშვებენ და ვინმე სერიოზულს მოიყვანენ

ციტატა: Old Red Devil
გაუშვა დე ხეა უფასოდ, ოყიდო ონანა, გაყიდო 9 მილიონად უცნობი მეკარე და სკამზე გყავდეს ჰენდერსონი. ეს რამე ახალი პოლიტიკაა თუ?!?!?!

ჰენდერსონზაც ყიდიან. და საერთოდ ჰენდერსონი ძალიან ცუდი მეკარეა

ახლა როგორ გადავრჩით არ ვიცი. საშინლად ვითამაშეთ. შაბათს ტოტენჰემი გადაგვივლის. დიდი ანგარიშით წავაგებთ. სამარცხვინოდ ვთამაშობთ
0
№10
ავტორი: red_devil_17
15 აგვისტო 2023 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
ვახ ძაან ცუდი თამაში იყო... ყველაფერში გვაჯობეს, ძაან გაგვიჭირდა მაჩანჩალა გუნდივით ვთამაშობდით. ამდენი ინდივიდუალური შეცდომა კიდე არვიცი, ორი პასი ვერ გადავაბით მეტოქის ნახევარზე. იმედია შეთამაშდებიან მალე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top