ტენ ჰაგი განაგრძობს იმ ფეხბურთელთა კოლექტივიდან გარიცხვას რომლებიც საკუთარ სტრატეგიულ გეგმაში არ ჯდებიან.
პრემიერ ლიგის ახალი სეზონი ოფიციალურად ხვალ აიღებს სტარტს, სატრანსფერო ფანჯარა ისევ გახსნილია რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდებს შემადგენლობის დაკომპლექტების დრო ჯერ კიდევ აქვთ.
ჰარი მაგუაიერის თაობაზე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ ის კლუბს დატოვებს, დღეს გავრცელებული უახლესი ცნობის თანახმად ინგლისელ ცენტრალურ მცველს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდება.
მაშ ასე, მომავალი სეზონიდან კლუბის ბრაზილიელი ლეგიონერი ფრედი კარიერას თურქულ "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს. შეთანხმება მიღწეულია და დეტალები ოფიციალურად მალე დადასტურდება.
სატრანსფერო თანხად 15 მილიონი ევრო დასახელდა. შეგახსენებთ, რომ ფრედი ინგლისურმა გრანდმა უკრაინული "შახტარიდან" გაიფორმა.