"მანჩესტერული" კარიერა დასრულდა, ერიკ ტენ ჰაგის შემადგენლობას ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაიერი დატოვებს, ფეხბურთელი კარიერას დევიდ მოიესის "ვესტ ჰემში" გააგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, სატრანსფერო თანხად 35 - მილიონი ევრო სახელდება.
პროცესები ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს, სამედიცინო შემოწმება სულ მალე ჩაინიშნება და სავარაუდოა, რომ ტრანსფერი ოფიციალურ სახეს მომდევნო კვირაში მიიღებს.
"ჩაქუჩებს" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფეხბურთელის სკოტ მაკტომინაის დამატება სურთ, "გლეიზერების" კლუბი შოტლანდიელ ფეხბურთელს მინიმუმ 40 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებს.
ამ მომენტისთვის აქცენტი ჰარი მაგუაიერზე კეთდება, შესაძლოა მისი ტრანსფერის დახურვის შემდეგ "ლონდონელები" სწორედ მაკტომინაიზე გადაერთონ.