"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინაიმ შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. აღნიშნულზე ინფორმაციას იტყობინება ჟურნალისტი საშა ტავოლიერი.
წყაროს ცნობით, 26 წლის შოტლანდიელის მომსახურებით "რომაა" დაინტერესებული. "რომაული" კლუბი მზადაა მაკტომინაიზე შეთავაზება გააკეთოს იმ შემთხვევაში, თუ სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი დატოვებს გუნდს.
გასულ სეზონში მაკტომინაიმ "მანჩესტერ იუნაიტედში" 39 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა. Transfermarkt- ი ფეხბურთელს 25 მილიონ ევროდ აფასებს.
ინგლისის ჩემპიონატის ახალი სეზონი მომავალ კვირას იწყება. პირველ მატჩს ერიკ ტენ ჰაგის შეგირდები 14 აგვისტოს "ვულვერჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავენ.
ჭორები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.