The Sun ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი გუნდის მოთამაშეები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მეისონ გრინვუდს.
"ყველა მოთამაშე ფიქრობს, რომ მეისონი იმსახურებს მეორე შანსს, მით უმეტეს, რომ ის კანონის თვალში უდანაშაულოა", - იუწყება ტაბლოიდი. მათ იციან, რომ მისი დაბრუნება ადვილი არ იქნება, მაგრამ მზად არიან მხარი დაუჭირონ და დაიცვან იგი.
ზოგიერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მასთან ერთად გაიარა აკადემია, ამიტომ ისინი განსაკუთრებით ერთგულები არიან მის მიმართ.
მათ მიაჩნიათ, რომ შეცდომებისგან არავინაა დაცული. ამავდროულად, ის ბიჭები, ვინც მეისონს ესაუბრა, ამბობენ, რომ ის ძალიან გაიზარდა გასული წელიწადნახევრის განმავლობაში და ბევრად უფრო ბრძენი გახდა.
იყო სატრანსფერო ჭორები იმის შესახებაც, რომ თითქოს ინგლისური გრანდი მეისონს ტრანსფერზე დააყენებდა და არენდის წესით გაასხვისებდა თუმცა ამ ეტაპზე სიახლე არაფერია.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.