ჰარი მაგუაიერს მსურველი გამოუჩნდა, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს დევიდ მოიესის" ვესტ ჰემი" გამოხატავს. შესაძლო ტრანსფერის მთავარი ინიციატორი სწორედ "წითელი ეშმაკების" ყოფილი დამრიგებელი გახლავთ.
Claret&Hugh - ის მიერ გავრცელებული ცნობით, შოტლანდიელი სპეციალისტი სატრანსფერო იდეის სისრულეში მოყვანას გეგმავს, მისი მიზანია ცენტრალური მცველის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა.
"ოლდ ტრაფორდელებს" ჰარის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურთ, ისინი არ ჩქარობენ შეთანხმების დადებას "ჩაქუჩებთან" რადგან იმედოვნებენ, რომ ინგლისელს სხვა მსურველიც გამოუჩნდება, რის შემდეგაც მოხდება მისი სატრანსფერო ღირებულების ზრდა.
სავარაუდოდ სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ მაგუაიერს უკვე განუმარტეს მისი მომავლის შესახებ და აცნობეს, რომ ის არ შედის ერიკ ტენ ჰაგისა და კლუბის სამომავლო გეგმებში.