თბილისი:
მანჩესტერი:
4-08-2023, 16:23
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1741,
კომენტარები: 11
დევიდ მოიესი საქმეშია
"ვესტ ჰემს" ტრანსფერის გაჩარხვა სურს.
დევიდ მოიესი საქმეშია
ჰარი მაგუაიერს მსურველი გამოუჩნდა, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს დევიდ მოიესის" ვესტ ჰემი" გამოხატავს. შესაძლო ტრანსფერის მთავარი ინიციატორი სწორედ "წითელი ეშმაკების" ყოფილი დამრიგებელი გახლავთ.

Claret&Hugh - ის მიერ გავრცელებული ცნობით, შოტლანდიელი სპეციალისტი სატრანსფერო იდეის სისრულეში მოყვანას გეგმავს, მისი მიზანია ცენტრალური მცველის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა.

"ოლდ ტრაფორდელებს" ჰარის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურთ, ისინი არ ჩქარობენ შეთანხმების დადებას "ჩაქუჩებთან" რადგან იმედოვნებენ, რომ ინგლისელს სხვა მსურველიც გამოუჩნდება, რის შემდეგაც მოხდება მისი სატრანსფერო ღირებულების ზრდა.

სავარაუდოდ სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ მაგუაიერს უკვე განუმარტეს მისი მომავლის შესახებ და აცნობეს, რომ ის არ შედის ერიკ ტენ ჰაგისა და კლუბის სამომავლო გეგმებში.
ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
4 აგვისტო 2023 16:25
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
არიქა მოიეს გვიშველე ))
0
№2
ავტორი: ManchesterU
4 აგვისტო 2023 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
მიდი იკაცე მოიეს ოქროს ასოებით ჩაიწერები მანჩესტერის ისტორიაში.
0
№3
ავტორი: K1llsw1tch
4 აგვისტო 2023 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
40 მილიონზე მეტს ამ ხეში არავინ გადაიხდის და მიეცით ვესტ ჰემს სასწრაფოდ, სანამ რაისიდან შემოსული მაყუთი უჭირავთ ხელში :დდდდ
0
№4
ავტორი: LASHQARA
4 აგვისტო 2023 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
წარმატებები ჰარიი, შენ უკვე ვესტჰემის რიგებში ხაარ wink am
0
№5
ავტორი: PaLoMo
4 აგვისტო 2023 20:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: K1llsw1tch
40 მილიონზე მეტს ამ ხეში არავინ გადაიხდის და მიეცით ვესტ ჰემს სასწრაფოდ, სანამ რაისიდან შემოსული მაყუთი უჭირავთ ხელში :დდდდ

საქმე ისაა რომ 40 ჩვენ ვითხოვთ თირე კი არ გვაძლევენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: red_devil_17
4 აგვისტო 2023 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
რაც მალე წავა მით უკეთესი ყველასთვის, თვითონაც ურჩევნია თორე სუ რეგრესიაქვს მერე ამ ფასადაც ვეღარ გავყიდით თავისუფალ აგენტად მოუწევს წასვლა... ჯერ რას თამაშობდა ჩვენთან და რაც კაპიტნობა ჩამოართვეს და ძირითადიდან ამოვარდა მერე რას ითამაშებს
0
№7
ავტორი: ikeoni
4 აგვისტო 2023 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ციტატა: ManchesterU
მიდი იკაცე მოიეს ოქროს ასოებით ჩაიწერები მანჩესტერის ისტორიაში.

Საღოლ:)))
0
№8
ავტორი: K1llsw1tch
5 აგვისტო 2023 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ციტატა: PaLoMo
ციტატა: K1llsw1tch
40 მილიონზე მეტს ამ ხეში არავინ გადაიხდის და მიეცით ვესტ ჰემს სასწრაფოდ, სანამ რაისიდან შემოსული მაყუთი უჭირავთ ხელში :დდდდ

საქმე ისაა რომ 40 ჩვენ ვითხოვთ თირე კი არ გვაძლევენ


წესით მაგდენად ან 5-10 მილიონით ნაკლებად წაიყვანენ, თუ ამათმა შეწყვიტეს უკეთესი შემოთავაზების იმედად ყოფნა და ამასობაში ვესტ ჰემმა ვინმე სხვა არ შეიძინა
0
№9
ავტორი: Kate
5 აგვისტო 2023 08:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: K1llsw1tch
ციტატა: PaLoMo
ციტატა: K1llsw1tch
40 მილიონზე მეტს ამ ხეში არავინ გადაიხდის და მიეცით ვესტ ჰემს სასწრაფოდ, სანამ რაისიდან შემოსული მაყუთი უჭირავთ ხელში :დდდდ

საქმე ისაა რომ 40 ჩვენ ვითხოვთ თირე კი არ გვაძლევენ


წესით მაგდენად ან 5-10 მილიონით ნაკლებად წაიყვანენ, თუ ამათმა შეწყვიტეს უკეთესი შემოთავაზების იმედად ყოფნა და ამასობაში ვესტ ჰემმა ვინმე სხვა არ შეიძინა

ოც მილიონ ფუნტს იძლეოდნენ და უარი მიიღეს.ერთი 5 -იც დაამატონ და წავიდეს. თითონ ჰარი თუ არ იქნა უარზე
0
№10
ავტორი: Old Red Devil
5 აგვისტო 2023 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ჰარი-20 ლიმონი და ბონუსები. ფრესი 8 ლიმონი და ბონუსები. დონი 10 ლიმონი და ბონუსები. ბრენდონი 5 ლიმონი და ბონუსები.დინი ალბათ არენდა..ჯობია დროულად მოარიდონ ვიღაცეები ცოტა თანხა და პლუს სახელფასო ბალასტიც მოშორდება გუნდს.

ჩელსიმ პოჩე არ იყო მოსული რომ მთელი სასტავი გაუშვა.ხოდა რა მაინტერესებს,კარგი რომ ყოფილიყო მეისონი ვინმე გაყიდიდა.მჯერა პოჩეტინოს აზრი არც გამოათქმევინეს და ისე გაყიდეს.კოვაჩიჩი მაინც ეყიდათ რაღა ეს...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top