თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2023, 10:12
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1658,
კომენტარები: 27
რომანო: "ფრედის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს"
სავარაუდოდ ბრაზილიელი კლუბს დატოვებს.
რომანო:
თურქული "გალათასარაი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, ფრედის თაობაზე მოლაპარაკებებს აქტიურ ფაზაში აწარმოებს.

თურქული საფეხბურთო გიგანტის ინტერესი ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, თუმცა კლუბები რიგ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.

ცნობილი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს მიერ განახლებული მონაცემების მიხედვით, "გალათასარაი" კვლავ ცდილობს ტრანსფერის წარმატებით დასრულებას, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მხარეები უახლოეს დღეებში შეეცდებიან იპოვონ ოპტიმალური გამოსავალი. 30 წლის ფეხბურთელით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან. ფრედის დამატების ერთ-ერთი პრეტენდენტი "ლაციოც" გახლავთ.
ახალი ამბები
27 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
29 ივლისი 2023 10:14
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
სხვა სიახლეები: "კლუბმა მაგუაიერსა და მაკტომინაის ფასი დაადო. მაგუაიერის სანაცვლოდ "იუნაიტედი" 40 მილიონ ევროს მოითხოვს, ხოლო მაკტომინაის სანაცვლოდ 52 მილიონ ევროს. იმედია გაიყიდებიან და ამ თანხას სხვა მიზნებისთვის გამოვიყენებთ
0
№2
ავტორი: Misha1986
29 ივლისი 2023 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 29
იმედია იმედია.ფრედი 20,მაგუაიერი 35-40,სკოტი 45-50,მარსიალი 40-50,ვილიამსი 10-15,ჰენდერსონი 25-30,ვანდებეკი-იჯარა,ამადი იჯარა,პელესტრი იჯარა ან გრინვუდი,ამრაბატს და ჰოილუნდს გავიფორმებთ იმედია.რაღაცას მოვუყრით თავს თორე ამ ფეხბურთელებით ვერაფერს გავხდებით.
0
№3
ავტორი: best7
29 ივლისი 2023 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ციტატა: Misha1986
იმედია იმედია.ფრედი 20,მაგუაიერი 35-40,სკოტი 45-50,მარსიალი 40-50,ვილიამსი 10-15,ჰენდერსონი 25-30,ვანდებეკი-იჯარა,ამადი იჯარა,პელესტრი იჯარა ან გრინვუდი,ამრაბატს და ჰოილუნდს გავიფორმებთ იმედია.რაღაცას მოვუყრით თავს თორე ამ ფეხბურთელებით ვერაფერს გავხდებით.

გული შემიწუხდა სანამ ბოლომდე წავიკითხე ფეხბურთელის სახელები... რა დღეში ვართ ვინებს გვაგულშემატკივრებენ ერთი პელისტრი და გრინვუდი შემიძლია გამოვყო დანარჩენი ბათუმში რუსების კრუიზი რომ ჩამოდგა იმათ უნდა გააყოლო
0
№4
ავტორი: Kate
29 ივლისი 2023 11:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
კობი მეინუ დაიმტვრა და ასე 2 თვე არ იქნება

ვინ იყიდის მაგვაიერს 40 მილიონად? ან სკოტს მაგხელა ფასად? ფრედი უნდა გალათასარაის და 10 მილიონ ევროს იხდის მხოლოდ რაზეც მაჩესტერმა უარი უთხრა. ასე რომ დიდ იმედებს არ ვამყარებ გაყიდვებზე. ჰენდერსონი და დონი ალბათ იჯარით წავლენ- წელს ყოველ შემთხვევაში.
გრინვუდზე რასაც ვფიქრობ ყველამ იცის მგონი აქ უკვე, ჰოდა ისეთი პირი უჩანს რომ ჩემდა სამწუხაროდ, და თქვენდა გასახარად დააბრუნებენ ალბათ
0
№5
ავტორი: shotkin
29 ივლისი 2023 12:52
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მაქტომინეში 50 მილიონს არავინ გადაიხდის ეგ ბიჭი გაწელი 20-30 მილიონია
1
№6
ავტორი: Kate
29 ივლისი 2023 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: shotkin
მაქტომინეში 50 მილიონს არავინ გადაიხდის ეგ ბიჭი გაწელი 20-30 მილიონია

მეც მაგას ვამბობ. ისე არც ჩქარობენ გაყიდვას. ვესტ ჰემს უნდა მგონი და ასე 30 მილიონი თუ შესთავაზეს ალბათ უნდა გაუშვან. ისე ამ გადაწელილ ფასებში ლოგიკურია მანჩესტერმაც მაღალი ფასი დაადოს-სადაც ჩელსიმ კაისედოში 90 მილიონი შეთავაზება გააკეთა და უარი მიიღო, არაფერი მიკვირს

ფრედს რაც შეეხება ლაციომ არაო. ასე რომ გალატასარაი დარჩა
0
№7
ავტორი: Misha1986
29 ივლისი 2023 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 29
მაშინ გავაჩუქოთ ყველა.აღარაა საშველი :) სკოტს უნდა საშუალო დონის გუნდი,აი მაგალითად ვესტ ჰემი ბრაიტონი,ნახეთ ნაკრებში რეებს შვება.ვიცი რომ სუპერ გუნდის დონის არაა მაგრამ შეუძლია კარგ ცრუ 10-ზე თამაში.მახსოვს ერთი სეზონი ჩვენთანაც მშვენივრად გაართვა თავი.
0
№8
ავტორი: Kate
29 ივლისი 2023 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: Misha1986
მაშინ გავაჩუქოთ ყველა.აღარაა საშველი :) სკოტს უნდა საშუალო დონის გუნდი,აი მაგალითად ვესტ ჰემი ბრაიტონი,ნახეთ ნაკრებში რეებს შვება.ვიცი რომ სუპერ გუნდის დონის არაა მაგრამ შეუძლია კარგ ცრუ 10-ზე თამაში.მახსოვს ერთი სეზონი ჩვენთანაც მშვენივრად გაართვა თავი.

დაცვის მაგას არაფერი ცხია. რეზერვებში თავდამსხმელს თამაშობდა. დაცვითი ტიპის ნახევარმცველად ვინ გადააკეთა ნეტავ
0
№9
ავტორი: Misha1986
29 ივლისი 2023 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 29
ვინ გადააკეთა და სულშერმა,მახსოვს სეზონიდან სეზონამდე მაგარი მოიმატა ფიზიკურად და ეგონათ ვეშაპი არადა დაცვის მხრივ მინიმუმია,რაც არ უნდა მოინდომოს.არ იცის და ჰააა.რაც იცის ჩართულობა შეტევაში.მარა არა ჩვენაირ სუპერ გუნდში.10 გოლს გაიტანს სეზონში ზემოთ ჩამოთლილ გუნდებში და ყველა ბედნიერი იქნება.ეს არის და ეს :)
1
№10
ავტორი: Kate
29 ივლისი 2023 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: Misha1986
ვინ გადააკეთა და სულშერმა,მახსოვს სეზონიდან სეზონამდე მაგარი მოიმატა ფიზიკურად და ეგონათ ვეშაპი არადა დაცვის მხრივ მინიმუმია,რაც არ უნდა მოინდომოს.არ იცის და ჰააა.რაც იცის ჩართულობა შეტევაში.მარა არა ჩვენაირ სუპერ გუნდში.10 გოლს გაიტანს სეზონში ზემოთ ჩამოთლილ გუნდებში და ყველა ბედნიერი იქნება.ეს არის და ეს :)

ეგრეა მაგრამ საშუალო გუნდი მაგხელა ტანხას არ გადაიხდის-ვესტ ჰემიც კი რომელმაც რაისი გაყიდა 105 მილიონ ფუნტად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top