თურქული "გალათასარაი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, ფრედის თაობაზე მოლაპარაკებებს აქტიურ ფაზაში აწარმოებს.
თურქული საფეხბურთო გიგანტის ინტერესი ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, თუმცა კლუბები რიგ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.
ცნობილი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს მიერ განახლებული მონაცემების მიხედვით, "გალათასარაი" კვლავ ცდილობს ტრანსფერის წარმატებით დასრულებას, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მხარეები უახლოეს დღეებში შეეცდებიან იპოვონ ოპტიმალური გამოსავალი. 30 წლის ფეხბურთელით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან. ფრედის დამატების ერთ-ერთი პრეტენდენტი "ლაციოც" გახლავთ.