The Athletic-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, თუ რას მოელიან "იუნაიტედის" პირველი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან მომავალ სეზონში.
კერძოდ, ჟურნალისტი მარკ კრიტჩლი წერს, რომ ამად დიალომ მოაწყო პერსონალური ვარჯიში და შეთანხმდა "იუნაიტედის" ერთ-ერთ მენეჯერთან მოემზადოს წინასეზონისთვის, სადაც მას ექნება შანსი მოახდინოს შთაბეჭდილება ერიკ ტენ ჰეგზე. მთავარი მწვრთნელი გეგმავს უკეთ გაეცნოს დიალოს უახლოეს კვირებში, სანამ გადაწყვეტს მის მომავალს. "იუნაიტედის" ბოსმა ასევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ფაკუნდო პელისტრის შესახებ. კლუბმა დაბლოკა მისი იჯარა იანვარში, მაგრამ ახლა მზად არის გაუშვას ფეხბურთელი, რომელიც ძალიან სურს ჰოლანდიურ "ტვენტეს" და რამდენიმე სხვა კლუბს.
კობი მაინუ, სავარაუდოდ, მომავალ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება და სათამაშო დროს მიიღებს. "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბი აღფრთოვანებულია 18 წლის ნახევარმცველით. კლუბის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტენ ჰაგი მოხიბლულია კობის ნიჭით და მზადაა მისცეს მას შანსი ახალ სეზონში.
ჰანიბალ მეჯბრი კობიზე ორი წლით უფროსია, კლუბი განიხილავს მის იჯარით გაშვებას, მიუხედავად იმისა, რომ ტუნისელმა ფეხბურთელმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა ოსლოსა და ედინბურგში გამართული ამხანაგური მატჩების დროს. "იუნაიტედმა" შესაძლოა ასევე განიხილოს მოთამაშის გაყიდვა, თუ კარგი შეთავაზება იქნება, რადგან კლუბს სჭირდება დაბალანსება FFP-ის შესაძლო შეზღუდვების გამო.
კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც ოსლოში და ედინბურგში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ალვარო ფერნანდესია. 20 წლის ესპანელი პირველ გუნდში შეღწევაზე ოცნებობს და ის ფაქტი, რომ სამწვრთნელო შტაბმა უპირატესობა მას მიანიჭა, და არა ბრენდონ უილიამსს, რომელმაც პირველ გუნდში 50-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, გულისხმობს, რომ ალვაროს კარგი შანსი აქვს, დარჩეს "ოლდ ტრაფორდზე", თუმცა ახალგაზრდა ესპანელს დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწევს ტაირელ მალასიას და ლუკ შოუს სახით.
ასევე, გაუგებარი სიტუაციაა გუნდის ახალგაზრდა მეკარე მატეი კოვართან მიმართებაში. ახალგაზრდა ჩეხი კარგი იყო "ლიდსთან" მეორე ტაიმში. თავად კოვარი, რომელიც გასულ სეზონში პრაღის "სპარტას" მთავარი მოთამაშე და ჩეხეთის ჩემპიონი გახდა, ელოდება, რომ სათამაშო პრაქტიკა ექნება.
ორ ფეხბურთელთან დაკავშირებით კი ერიკ ტენ ჰაგმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, გუნდის 20 წლის მცველი უილ ფიში მომავალ სეზონს იჯარის წესით, კვლავ შოტლანდიურ "ჰიბერნიანში" გაატარებს, ხოლო ჩარლი სევიჯმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ჩემპიონშიპის ბინადარ "რედინგთან".
დანარჩენი მოთამაშეებისთვის შესახებ გადაწყვეტილებას ერიკ ტენ ჰაგი პრე- სეზონი დასრულების შემდეგ მიიღებს.
.
სტატიები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.