თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2023, 20:11
ავტორი: kikala,
ნანახია: 1958,
კომენტარები: 14
ენტონი ელანგა "ფორესტში" ითამაშებს
ახალგაზრდა შვედი "იუნაიტედს" დატოვებს
ენტონი ელანგა
ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ "იუნაიტედის" გარემარბი ენტონი ელანგა "ნოტინგემ ფორესტში" გადადის.

"ენტონი ელანგას ტრანსფერი "ნოტინგემ ფორესტში" ამ კვირის ბოლომდე დასრულდება", - წერს ფაბრიციო. - "მიღწეულ იქნა შეთანხმება სრული გამოსყიდვის შესახებ. ტრანსფერის ღირებულება 15 მილიონ ფუნტს შეადგენს. თავად შვედმა ფეხბურთელმა "ფორესტთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა".

შეგახსენებთ რომ ენტონი ელანგა " მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. მას პირველ გუნდში დებიუტი 2020/21 წლების სეზონში ჰქონდა. მას შემდეგ 21 წლის შვედმა გარემარბმა "წითელი ეშაკების" მაისურით 55 მატჩი ჩაატრა. ელანგას ანგარიშზე 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

"ნოტინგემ ფორესტი" აქტიურად მუშაობს "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარის დინ ჰენდერსონის გადასაბირებლად. სავარაუდოდ კლუბებს შორის შეთანხმება მალე იქნება მიღწეული.
ტრანსფერები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Old Red Devil
21 ივლისი 2023 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ტრლეში და ბაილიც ზედ მიყვება.შემდეგი დონია თუმცა ამათგან,ფული ვერ ამოვა.სატრანსფეროდ ფინანსები ფრედის,სკოტია,ჰენდერსონის და მარსიალის გაყიდვით თუ ამოვა.
0
№2
ავტორი: ikeoni
21 ივლისი 2023 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11501
Ძალიან კარგი ესეც საქმეა:))
0
№3
ავტორი: Kate
22 ივლისი 2023 08:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ჰენდერსონი უნდა გაყიდონ და არა გაანათხოვრონ როგორც ფორესტს უნდა . ფული გვჭირდება
0
№4
ავტორი: best7
22 ივლისი 2023 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
რატომ ვყიდით კაპიკებში და ვყიდულობთ სამმაგად ფასად როდის უნდა დასრულდეს ეს მარაზმი
0
№5
ავტორი: Old Red Devil
22 ივლისი 2023 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ციტატა: best7
რატომ ვყიდით კაპიკებში და ვყიდულობთ სამმაგად ფასად როდის უნდა დასრულდეს ეს მარაზმი

ეგ იმიტომ ხდება რომ პატარა გუნდებისგან განსხვავებით სხალგაზრდის გვერდით 80 ლიმონად ნაყიდი ეწ ვარსკვლავიც გვყავს.შესაბამისად ახალგაზრდას შანსი არ ეძლევა და ნაკლებად ჩანს მისი უნარი.ატალანტაში დანიელის მეტი არავინ ყავთ,შესაბამისად მისი სტაბილურად ძირითაფში ასპარეზობა თვალშისაცემია.... მარკეტინგი რა... კაგავა,პეპე,სანჩო,ზიეიჩი..რამდენია მაგალითი იმის რომ ფარჩაკუზა გუნდში სტაბილუტად ძირითადში ყოფნა არ ნიშნავს იმას რომ ტოპ კლუბში გაქაჩავ.მაგრამ რა ვქნათ ეგეთია მათი აზროვნება
0
№6
ავტორი: best7
22 ივლისი 2023 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ციტატა: Old Red Devil

10 წელია ფულს ვხარჯავთ უშედეგოდ კარგი გასაგებია რომ ფერგი წავიდა მაგრამ რამდენი ხანი უნდა გაგვყვეს ეგ ეფექტი 10+ წელი ? დეპაებით დაწყებული დი მარიებით დამთავრებული კოლოსალური თანხები იყო გაღებული მაგრამ შედეგი ნული. სკაუტები ჩვენ არ გვივარგა, ჩვენთან გადმოსული მოთამაშის ფასი ნახევრდება და მაგ ფასშიც ძლივს იყიდება იმას ვერავინ დამაჯერებს რომ გუნდი არ გვყავდა თითოეული მწვრთნელის დროს გინდა ვან გაალი აიღე გინდა მოურინიო ტოპ მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული თან ისეთი ტოპებით თავის დროზე უფასოდ რომ გავუშვით და 100 მილიონად ვიყიდეთ უკან და მერე კიდევ უფასოდ გავუშით...
0
№7
ავტორი: shotkin
22 ივლისი 2023 13:26
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
გაჯვა ძლივს

პროსტა მთავარი საცენზურავეთი მარსილი, მაგუაიერი, ფრედის თამადობით ჯერ კდევ აქაა
0
№8
ავტორი: PaLoMo
22 ივლისი 2023 15:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4064
ტრაფორდი ინგლისის 21წლამდე მეკარე ბარნლიში გადავიდა.ნუთუ არავინ შეამჩნია და უკეთესმა არავინ იყიდა?ეყიდათ და გაენათხოვრებინათ თუ ასე ცუდია?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: Raphaël Varane
22 ივლისი 2023 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 119
ციტატა: PaLoMo
ტრაფორდი ინგლისის 21წლამდე მეკარე ბარნლიში გადავიდა.ნუთუ არავინ შეამჩნია და უკეთესმა არავინ იყიდა?ეყიდათ და გაენათხოვრებინათ თუ ასე ცუდია?

სამაგიეროდ 1-2 წელში იყიდის რომელიმე გუნდი 100 მილიონად თუ გაიქაჩა:დდ
0
№10
ავტორი: Kate
22 ივლისი 2023 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: Old Red Devil
ციტატა: best7
რატომ ვყიდით კაპიკებში და ვყიდულობთ სამმაგად ფასად როდის უნდა დასრულდეს ეს მარაზმი

ეგ იმიტომ ხდება რომ პატარა გუნდებისგან განსხვავებით სხალგაზრდის გვერდით 80 ლიმონად ნაყიდი ეწ ვარსკვლავიც გვყავს.შესაბამისად ახალგაზრდას შანსი არ ეძლევა და ნაკლებად ჩანს მისი უნარი.ატალანტაში დანიელის მეტი არავინ ყავთ,შესაბამისად მისი სტაბილურად ძირითაფში ასპარეზობა თვალშისაცემია.... მარკეტინგი რა... კაგავა,პეპე,სანჩო,ზიეიჩი..რამდენია მაგალითი იმის რომ ფარჩაკუზა გუნდში სტაბილუტად ძირითადში ყოფნა არ ნიშნავს იმას რომ ტოპ კლუბში გაქაჩავ.მაგრამ რა ვქნათ ეგეთია მათი აზროვნება

ახლა ელანგას ყველაზე მეტი შანსი მიეცა ტენ ჰაგის მხრიდან. საერთოდ არაფრის მაქნისია ეს ტიპი. კიდევ კარგი ფასში იყიდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top