თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2013, 23:21
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2981,
კომენტარები: 28
საბედისწერო მარცხი?
იუნაიტედმა მოტივაცია დაკარგა?
საბედისწერო მარცხი?
მანჩესტერ იუნაიტედი, რომელიც მთელი სეზონი ბრწყინვალედ თამაშობდა და მისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებდა, მოულოდნელად მსაჯის მსხვერპლი გახდა.რა თქმა უნდა მნდა გაგახსენოთ ის ავადსახსენებელი მატჩი, რომელმაც სეზონი გაგვინადგურა. = სხვადასხვა გუნდრბის გულშემატკივრები იუნაიტედის სიყვარულის გამო ჩათვლიან, რომ ვამართლებ ჩემს კლუბს, თუმცა ეს ასე არაა... გუნდი იმ მატჩში მართლაც საბედისწეროდ გაწირეს და უდიდესი დარტყმა მიაყენეს კლუბს. უდიდესი მოტივაციით გამოსული 11 ეშმაკი განადგურდა მოედანზე არა მეფეებისგან არამედ თურქი მსაჯისგან. ეს მატჩი ჩვენს გულში ყოველთვის დარჩება და რა თქმა უნდა ყოველთვის გავიხსენებს. ეთგვარი დარი იქნება ეს დაპირისპირება ჩვენთვის, რომლის გამოსწორებაც წარმოუდგენლად რთული იქნება. იუნაიტედის გულშემატკივრებისთვის ეს არ იყო პირველი განსაცდელი და ალბათ არც ბოლო იქნება.... ჩვენ ყველაფერს გამარჯვებასაც და მარცხსაც უნდა შევეგუოთ... თავს ზევით ძალა არაა...

საბედისწერო მარცხი?


უკვე ბევრი ადამიანი ალაპარაკდა, რომ ეს მარცხი ძალიან დიდ კორექტივებს შეიტანს იუნაიტედის ფეხბურთელების ფსიქოლოგიაში და თამაშის სტილშიც. მათი აზრით იუნაიტედი არ იყო მზად მოვლენების ასე განვითარებისათვის და ფერგიუსონის გუნდი ნამდვილად არ მოელოდა, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან უარესს დასჯერდბოდა, თუმცა ეს ფაქტია და ვერაფერს ვერ გავხდებით. იუნაიტედის დაძრული ლოკომოტივი მოულოდნელად გაჩერდა და ადგილიდან ვერღარ იძვრის. ბევრის აზრით, ამის დამამტკიცებელი ჩელსისთან მატჩი იყო, როცა გუნდმა ხელიდან გაუშვა გამარჯვების შესანიშნავი შანსი და გადათამაშებამდე მიიყვანა საქმე. ეშმაკები მოულოდნელად დაიშალნენ, თითქოს ერთმანეთის არ ესმოდათ და შეთამაშებუნიც არ იყვნენ. მათ ვერ შეეგუენ მარცხს, და თითქოს წარსულში ჩარჩნენ. უმეტესობის აზრით იუნაიტედი ერთი მარცხის მსხვერპლი გახდა. ამ მარცხმა კი გამოიწვია ერთსულოვნების დაშლა და გუნდი უმოტივაციოდ დარჩა. ისინი უკვე აღარ შეუძლიათ ძველებურად ითამაშონ და ისეთივე შედეგებს მიაღწიონ...იუნაიტედის დომინირება ამ სეზონში მთავრდება....

საბედისწერო მარცხი?


სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა... ბედშეუგუებელი ეშმაკები მთელი თავიანთი ბოღმის გადმონთხევას მათ მომავალ მოწინააღმდეგეებზე დაიწყებენ. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი საშიშია გაბრაზებული ფერგიუსონი და მისი შეგირდები. რეალთან უმცირესობაში დარჩენა მართალია მტკივნეული იყო თუმცა ამით ყველაფერი მხოლოდ დაიწყო. ვერ ვიტყვით, რომ იუნაიტედმა დაშლა ჩელსისთან დაიწყო, პირიქით არისტოკრატებთან მეორედ დაბადებული გუნდი ვნახეთ. ყველაფერი დაშლა ჩელსისთან კი არ დაიწყო, არამედ ახალი გუნდის შენება დაიწყო მეფეებთან მეორე ტაიმში. 10 კაცით დარჩენილი გუნდი მაინც არ ღალატობს თავის ხასიათს და ბოლომდე იბრძვის. ამის შემდეგ ნამდვილად რბილად რომ ვთქვათ უხეში ნათქვამია გუნდისთვის მოტივაციის დაკარგვა. მათ პირიქით ორმაგად მიეცათ სტიმული, რომ დაემარცხებინათ უსამართლობა და სამართლიანი გამარჯვებულები გამხდარიყვნენ, თუმცა მათ არ გაუმართლათ. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ იყო და მომდევნო მატჩებშიც მიაღწევდნენ წარმატებას. ჩელსისთან მატჩის საწყისი წუთები დაუნდობელი ხასიათის ნამდვილი ზეიმი იყო და ალბათ ამ ყველაფრის შემდეგ მოტივაციაზე საუბარი ზედმეტია. იუნაიტედი ერთი მარცხით არაფერს არ კარგავს, პირიქით ორჯერ მეტს იძენს.

საბედისწერო მარცხი?


არისტოკრატებთან ხელიდან გაშვებული ინიციატივა არ შეიძლება ჩაითვალოს იუნაიტედის უმოტივაციობამ. გუნდი იბრძვის ბოლომდე და შედეგსაც ახდენს. ეშმაკებმა უკვე რამდენიმეჯერ ფანტასტიკური მატჩები აჩუქეს გულშემატკივრებს თავიანთი წარმოუდგენელი ქამბექებით. მათ 9 ქამბექი გააკეთეს ინგლისში რაც პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთსო შედეგია. თუმცა იუნაიტედში ჩვეულებრივი ადამიანები თამაშობენ და არ იქნება სწორი, რომ ყოველ თამაშში მათგან სასწაული მოვითხოვოთ. ისინი ქმნიან სასწაულს, როცა ეს არარეალურია. ყოველთვის არ მოხდება ისე, რომ განწირული თამაშე შემოვატრიალოთ, ზოგჯერ ინიციატივასაც გავუშვებთ ხელიდან და ამის შემდეგ გუნდის ერთბაშად დასამარება არ გვეკადრება. პირიქით კარგად ვიცით, რომ ყოველი მარცხის შემდეგ ორჯერ უფრო გაძლიერებული გუნდის მოლოდინში უნდა ვიყოთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ ვენი ისტორია. გუნდს თავის ისტორიაში მანძილზე უდიდესი ტრაგედიები განუცდია, განსაკუთრებით მიუნხენის ტრაგედია, რომელმცა 10-20 წლით უკან დახია გუნდის განვითარებია. ეშმაკები არ შეეუგენ ბედს და ტრაგედიიდან მესამე დღეს ინგლისის თასის მატჩზე შეფილდი დაამარცხეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს გუნდი მართლაც კლუბზე მეტი არიან. ისინი სასწაულების შემოქმედნი არიან. მათი სახლი კი ნამდვილი აუღებელი ციხეისმაგრეა. ეს ხომ იუნაიტედია და ეს ხომ ოლდ ტრაფორდია სადაც მასპინძლების ოცნებები და სტუმრების კოშმარები რეალობა ხდება !

სტატია მოამზადა R.v.Persie სპეციალურად Redarmy.Ge_თვის
სტატიები
28 კომენტარი
№1
ავტორი: R.v.Persie
12 მარტი 2013 23:32
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
ეს ჩემი სუბიექტური აზრია შეგიძლიათ დამეთანხმოთ ან არა.. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ამაზე ყურადღება უნდა გამემახვილებინა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№2
ავტორი: Red Hooligan
12 მარტი 2013 23:32
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
კარგია ყოჩაღ. ყველაფერში გეთანხმები )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№3
ავტორი: Lev
13 მარტი 2013 00:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
სერიოზულად წერ ძალიან....უბრალოდ ძააააააააააააააან მაგრად)) პროფესიით Jურნალისტი ხარ?

შენი რამდენიმე ასეთი სტატია სჯობია "საუკეთესო ავტორების 100 ჭიჭყინა ჭორს" ))))))))))))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: TrueRed
13 მარტი 2013 00:38
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
sagol dxmaoo ))) yvelafershi getanxmebi
0
№5
ავტორი: red devil
13 მარტი 2013 00:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor martla seriozul statiebs wer yvelapershi getanxmebi.
0
№6
ავტორი: Donkirvala
13 მარტი 2013 02:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
წინა საიტზე DB9 რო წერდა ხოლმე იმის მსგავსი ხელწერა გაქვს. სგ მომენატრა ესეთი სტატიები
0
№7
ავტორი: reddevil
13 მარტი 2013 02:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
რედინგთან თამაშში დაინახავს ყველა რომ ჩვენ ისევ საქმეში ვართ am
manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
№8
ავტორი: UTD-Rule
13 მარტი 2013 08:13
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყველაფერი წინ არის !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: I L C
13 მარტი 2013 09:20
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მაგარი სტატიააა საღოლ ყველაფერში 100% გეთანხმები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№10
ავტორი: mindo_96
13 მარტი 2013 10:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 191
Donkirvala
db9 ეგ სად წავიდა ძაან მაგარ სტატიებს წერდა love მარა ბერბა ევასებოდა wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top