ბრუნო ფერნანდეში "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი კაპიტანი გახდა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.
პორტუგალიელმა ნახევარმცველმა წინა სეზონში უკვე რამდენჯერმე გამოიყვანა გუნდი კაპიტნის სამკლაურით, ახლა კი "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა დაადასტურა, რომ ბრუნო ფერნანდეში გუნდის პირველი კაპიტანი იქნება მომავალ სეზონში.
ბრუნო "მანჩესტერ იუნაიტედს" პორტუგალიური "სპორტინგიდან" 2020 წელს შეუერთდა. მას შემდეგ "ელ მაგნიფიკოს" ანგარიშზე 185 მატჩია. "წითლების" მაისურით ფერნანდეშმა მეტოქეთა კარის ბადე 64 ჯერ შეარხია, ხოლო თანაგუნდელებს 54 - ჯერ უპასა საგოლედ.
"სერ მეტ ბასბის თასის ორგზის გამარჯვებული, ბრუნო ფერნანდეში ახალა უკვე, როგორც კაპიტანი ისე გააგრძელებს გუნდში უმაღლესი სტანდარტების ჩვენებას", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.