"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანდრე ონანა "წითელ ეშმაკებს" შეუერთდა. მეკარემ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
27 წლის კამერუნელს საკლუბო კარიერაში 255 მატჩი აქვს ჩატარებული და მათგან 104 მატჩში საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია. ონანამ ამსტერდამის "აიაქსთან" ერთად სამჯერ იზეიმა ჰოლანდიის ჩემპიონობა და ორჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს, სანამ 2022 წელს მილანის "ინტერს" შეუერთდებოდა. გასულ სეზონში ანდრემ მოიგო იტალიის თასი და გახდა რეკორდსმენი ჩემპიონთა ლიგაზე "მშრალი" მატჩების რაოდენობით.
კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ ონანამ განაცხადა: ითამაშო „მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით წარმოუდგენელი პატივია, მთელი ცხოვრება ვმუშაობდი მსგავსი წარმატების მისაღწევად. საოცარი გამოცდილება იქნება, როცა გავალ ოლდ ტრაფორდზე და "მანჩესტერის" კარს დავიცავ. ჩემთვის ეს არის ახალი მოგზაურობის დასაწყისი ჩემს ახალ მეგობრებთან და ახალ ამბიციებთან ერთად. "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდებული მეკარეები თამაშობდნენ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სახელი კლუბის ისტორიაში ჩავწერო. აღფრთოვანებული ვარ, რომ კვლავ შემიძლია ერიკ ტენ ჰააგთან მუშაობა და მოუთმენლად ველოდები წარმატებაში ჩემი როლის შესრულებას", - განაცხადა წარდგენის დროს კამერუნელმა მეკარემ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" დირექტორმა ჯონ მურტომ ონანას შესახებ შემდეგი განაცხადა: „ანდრე იყო ჩვენი პირველი არჩევანი მეკარის პოზიციაზე. მისი ადამიანური თვისებები და ტექნიკური მახასიათებლები შესანიშნავად გვერგებოდა. ანდრე წარმატებული იყო მთელი თავისი კარიერის განმავლობაში და ვიცით, რომ ის დაეხმარება ჩვენს გუნდს გამარჯვების მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში. 27 წლის ასაკში ის უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ იგი შეძლებს განვითარებას მომდევნო წლებში".
ანდრე ონანა "მანჩესტერ იუნაიტედში" ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ტრანსფერები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.