თბილისი:
მანჩესტერი:
19-07-2023, 14:32
ავტორი: kikala,
ნანახია: 1907,
კომენტარები: 9
ვინ იქნება ახალი კაპიტანი?
ფავორიტი ბრუნო ფერნანდეშია.
ვინ იქნება ახალი კაპიტანი?
ერიკ ტენ ჰაგს აქვს ფეხბურთელების საკამოდ გრძელი სია, რომლებთაც შეუძლიათ შეცვალონ ჰარი მაგუაიერი "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის პოსტზე. გასაკვირი არავისთვის იყო მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება, ჰარი მაგვუაიერისთვის კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევის შესახებ.

გასულ სეზონში ფეხბურთელის სათამაშო დრო გუნდში საგრძნობლად შემცირდა. მაგუაიერი არც კი გამოსულა FA თასის ფინალში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ და სეზონის ბოლოს ტენ ჰაგმა კაპიტანად ბრუნო ფერნანდეშის მოხსენიება დაიწყო. ბრუნო, ჰარის შეცვლის მთავარი კანდიდატია. თუმცა, არსებობენ სხვა შესაძლო პრეტენდენტებიც. ვნახოთ ვარიანტები

ლუკ შოუ

შოუ ამჟამინდელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ - ერთი უძველესი კადრია. ეს საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ის მრავალი ევროპული გუნდის კაპიტანი ყოფილიყო.

მარცხენა მცველი კლუბის წამყვანი და ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშეა. ლუკმა ახლახან გაახანგრძლივა კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2027 წლამდე.

ლისანდრო მარტინესი

"მოწინააღმდეგეზე უკეთ უნდა ვიბრძოლოთ, მეტი ვნებით უნდა ვითამაშოთ, მეტი ენერგიით უნდა გამოვიდეთ მოედანზე". ეს იყო მარტინესის სიტყვები აპრილში "იუნაიტედის" "ნიუკასლთან" 2-0 დამარცხების შემდეგ, რამაც საფრთხე შეუქმნა გუნდის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსებს.

მარტინესს არასდროს ეშინია გამოწვევის მიღება. "აიაქსიდან" გადმოსვლიდან სულ რაღაც ორიოდე თვის შემდეგ, ის "იუნაიტედის" გასახდელში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოთამაშე გახდა.

მარკუს რაშფორდი

ვინ თუ არა კლუბის აღზრდილი მარკუს რაშფორდი? მარკუსი შვიდი წლის ასაკიდან ირიცხება "წითელი ეშმაკებში", რაშფორდს შეუძლია იმის თქმა რომ მას "წითლების დნმ" აქვს. გარდა დიდებული გასული სეზონისა იგი ასევე არის კლუბის ელჩი.

მარკუსი პანდემიის დროს წინ აღუდგა კონსერვატიულ მთავრობას და იბრძოდა ბავშვების უფასო სასკოლო კვების უფლებისთვის. ის ასევე იბრძოდა კარიერის დასაბრუნებლად. უაღრესად იმედგაცრუებული 2021/22 სეზონის შემდეგ, ინგლისელი თავდამსხმელი განახლებული და ძლიერი დაბრუნდა, გასულ სეზონში პირველად გაიტანა 30 გოლი და მოიპოვა "იუნაიტედის" წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული.

ბრუნო ფერნანდეში

ელ მაგნიფიკო ლოგიკური არჩევანია მაგუაიერის ჩასანაცვლებლად, სწორედ მას ეკეთა კაპიტნის სამკლაური გასული სეზონის უმეტეს მატჩებში. ეჭვი არავის ეპარება მის სურვილსა თუ უნარში, წინ წარუძღვეს თანაგუნდელებს, მაგრამ მის ტაქტიკას ყოველთვის სასურველი ეფექტი არ აქვს.

თუმცა, ვერანაირად ვერ ავუვლით გვერდს იმ ფაქტს რომ პორტუგალიელი ამ ფორმაციის "იუნაიტედის" შეუცვლელი კადრია. ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში ყველაზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: manubro
19 ივლისი 2023 15:41
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
ბრუნოს არ აცდება ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№2
ავტორი: Malboro463
19 ივლისი 2023 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5869
ბრუნო კარგი იქნებოდა ნაბოზვარი რომ არ იყოს
1
№3
ავტორი: Mishiko82
19 ივლისი 2023 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
მგონი ბრუნოს და შოუს შოროს უნდა გაკეთდეს არჩევანი, მე მაინც ბრუნოსკენ ვიხრები , ბრუნოს ლიდერული თვისებები აქვს და შეუძლია თამაშეს ბედის გადაწყვეტა უზომოდ ნიჭიერია უბრალოდ ცოტა სტაბილურობა აკლია და იმედი მაქვს გამოასწორებს ამ კომპონეტს. ვფიქრობ ყველაზე მეტად შეუძლია გუნდის გაძღოლა.
1
№4
ავტორი: K1llsw1tch
19 ივლისი 2023 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
კაზემირო მირჩევნია ამათ.
1
№5
ავტორი: ikeoni
19 ივლისი 2023 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
Ჩემი ხმა ბრუნოს:))❤
0
№6
ავტორი: Kate
20 ივლისი 2023 07:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ალბათ ბრუნოს მისცემს კაპიტნობას. და ყველაზე მეტად იმსახურებს კიდევაც. თუმცა როგორც სამხრეთელი, დრო და დრო ზედმეტად ემოციურია, თუმცა ეს მონდომება გარკვეულ წილად დადებითია- ყველა ყველა და მოუნდომებლობაში ვერ დაადანაშაულებ.
კაზემიროც შეიძლება ალბათ, მაგრამ ბევრი უხდება ხოლმე და რა ვიცი
0
№7
ავტორი: PaLoMo
20 ივლისი 2023 09:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ზოგადად ახალ მოსულები არ უნდა იყვნენ კაპიტანს.კაზეც მაგიტომ არ შეილება.კი ვხედავთ 90მიკიონიანი ახლად მოსული მცველი როგორი კაპიტანი იყო.ნუ ბრუნო ახალმოსულია თუმცა უფრო აქვს ლიდერული თვისებები ვიდრე სხვა დანარჩენს.შოუც შეიძლება რადგან დიდი ხანია ჩვენიანია თუმცა ლიდერული თვისბებეი არვიცი მისი.უფრო წყნარი ტიპია და შემომძახებელს არ გავს
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Old Red Devil
20 ივლისი 2023 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ლიდერის თვისება არავის აქვს.არავინაა დაბალანსებული.შეიძლება ვერ გლიჯავდე ტექნიკას არ იყო შედეგიანი მაგრამ იყო დისციპლინირებული,მოტივაციის მიმცემი და უბრალოდ პალაჟენნიკი.ესეთი ეხლა არავინაა.მგონი არცერთ გუნდში აღარავინ არ არის ესეთი ავტორიტეტის მქონე
0
№9
ავტორი: K1llsw1tch
20 ივლისი 2023 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ციტატა: Old Red Devil
ლიდერის თვისება არავის აქვს.არავინაა დაბალანსებული.შეიძლება ვერ გლიჯავდე ტექნიკას არ იყო შედეგიანი მაგრამ იყო დისციპლინირებული,მოტივაციის მიმცემი და უბრალოდ პალაჟენნიკი.ესეთი ეხლა არავინაა.მგონი არცერთ გუნდში აღარავინ არ არის ესეთი ავტორიტეტის მქონე


+1. კინს და მტირალა ბრუნოს ერთნაირი სიტყვით "ლიდერი" როგორ დაახასიათებს ადამიანი :დდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top