როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიაღწია შეთანხმებას მილანის "ინტერთან" ანდრე ონანას ტრანსფერზე.
"წითელ ეშმაკებს" ეს ტრანსფერი 50 მილიონი ევრო და პლუს 4 მილიონი ბონუსის სახით დაუჯდათ. გარიგება ოფიციალურად ამ კვირაში კონტრაქტზე ხელის მოწერით დაიხურება. ონანა გაემგზავრება ინგლისში, რათა გაიაროს სამედიცინო შემოწმება და გახდეს "იუნაიტედის" მოთამაშე.
ონანას „მანჩესტერთან“ პირადი კონტრაქტი დიდი ხანია შეთანხმებული აქვს, ასე რომ ერიკ ტენ ჰაგს გუნდში ეყოლება მეკარე, რომელიც თავად სურდა. აღსანიშნავია, რომ ონანა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეების ხუთეულში მოხვდება.
ანდრე ონანამ კარიერა ამსტერდამის "აიაქსში" დაიწყო, სადაც კამერუნელი კიპერი 9 წლის განმავლობაში ირიცხებოდა. 2022 წელს იგი უფასოდ შეუერთდა მილანის "ინტერს". იტალიური კლუბის მაისურით ონანამ 41 მატჩი ჩაატარა. მილანელებთან ერთად აფრიკელი მეკარე იტალიის თასს დაეუფლა და ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ტრანსფერები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.