ერიკ ტენ ჰაგის სატრანსფერო სიაში ახალი სახელი და გვარი ფიქსირდება. გერმანული გრანდის ნახევარმცველი ლეონ გორეცკა "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული.
ცნობილი გამოცემის Sky Sport- ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, გერმანელები მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას იმ შემთხვევაში განაცხადებენ, თუ გორეცკას სანაცვლოდ მათ 40 - 50 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
ტომას ტუხელი მოთამაშეს საკუთარ გეგმებში ვერ ხედავს და სურს, რომ მისი ტრანსფერის სახით დამატებითი თანხები მოიზიდოს, თავად ლეონს მიუნხენური კლუბის დატოვება არ სურს.
გასულ სეზონში გორეცკა ყველა ტურნირის მატჩების გათვალისწინებით 40 მატჩში გამოვიდა მოედანზე, გერმანელს ექვსი საგოლე გადაცემა აქვს პირად აქტივში.