"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა ჰარი მაგუაიერმა სოციალური ქსელში განაცხადა რომ იგი მომდევნო სეზონში გუნდის კაპიტანი აღარ იქნება.
"მწვრთნელმა მითხრა, რომ გუნდის კაპიტანს ცვლის. ერიკმა დამისახელა მიზეზები და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ მე გაგებითი მივიღე მისი გადაწყვეტილება, გავაგრძელებ მაქსიმუმის გაცემას ყოველ ჯერზე, როცა კლუბის მაისურს ჩავიცვამ. “, - წერს მაგუაიერი.
ჰარიმ აღნიშნა რომ გუნდის ახალ კაპიტანს მისი მხარდაჭერა ექნება და სამკლაურის მომავალ მფლობელს წარმატებები უსურვა
შეგახსენებთ, რომ მაგუაიერი მანჩესტერ "იუნაიტედში" 2019 წლის ზაფხულში "ლესტერიდან" 87 მილიონ ევროდ გადავიდა. გასულ სეზონში ინგლისის ნაკრების დამცველმა "იუნაიტედის" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.