კონტაქტი შედგა, სულ ცოტა ხნის წინ "მანჩესტერ იუნაიტედმა" პორტუგალიურ "ბენფიკას" შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მიმართა, გონსალო რამუში ინგლისურ რადარზე აქტიურ რეჟიმში იმყოფება.
გამოცემა Caught Offside - ის მიერ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით, ინგლისურ მხარემ "ლისაბონელებს" თავდამსხმელის სანაცვლოდ თანხასთან ერთად საკუთარი ფეხბურთელი ალექს ტელეში შესთავაზა.
თუმცა როგორც გაირკვა "ბენფიკამ" ეს წინადადება დაბლოკა, ამ დრომდე უცნობია სხვა რა სახის შეთავაზებას მოამზადებს ინგლისური გრანდი.
გარდა გონსალო რამუშისა, ერიკ ტენ ჰაგის სატრანსფერო "შორთ-ლისთში" იტალიური "ატალანტას" დანიელი თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნდი იმყოფება.
სავარაუდოა, რომ სწორედ დასახელებული ერთ ერთი კანდიდატი მომავალი სეზონისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურს მოირგებს.