ახალი, წინგადადგმული ნაბიჯი კარიერაში, სოფიან ამრაბატს აქვს შანსი ინგლისის ერთ ერთ უდიდეს კლუბში იასპარეზოს.
მაროკოელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ერიკ ტენ ჰაგი და მისი "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოხატავენ, მოლაპარაკებები დაწყებულია.
ჟურნალისტისა და ინსაიდერის ფლორიან პლატენბერგის მიერ გაჟღერებული უახლესი ცნობით, მხარეებმა მოლაპარაკების პირველი ეტაპი უკვე გამართეს.
როგორც უკვე მოგეხსენებათ ამრაბატი იტალიური "ფიორენტინას" კოლექტივის წევრი 2020 წლიდან გახლავთ. მისი სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ფეხბურთელი პირადი აქტივის შევსებით ნამდვილად ვერ გამოირჩევა თუმცა მისი დადებითი მხარეები უფრო სხვა რაკურსით შეიძლება გამოითვალოს. გასულ სეზონში, იტალიელთა რიგებში სოფიანმა 49 მატჩი ჩაატარა თავი კი მხოლოდ ერთხელ, საგოლე გადაცემით გამოიჩინა.