"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი ამჟამად კარიერის გაგრძელების ვარიანტებს იკვლევს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავტორიტეტული ინსაიდერი ფაბრიციო რომანო საუბრობს.
წყაროს ცნობით, ვან დე ბეკი "რომა"- სთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე პირიქით გავრცელდა.
26 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი ინგლისურ გრანდთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში. პორტალ transfermarkt-ის სპეციალისტები ნიდერლანდელს 13 მილიონ ევროდ აფასებენ.
საერთო ჯამში, ნახევარმცველმა "წითელი ეშმაკების" რიგებში 60 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.