იტალიური "ატალანტას" დანიელმა თავდამსხმელმა რასმუს ჰოილუნდმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" თანამშრომლობის პირობები შეათანხმა.
ზოგიერთი საინფორმაციო წყაროების ცნობით, 20 წლის ფეხბურთელზე "წითელი ეშმაკების" მიერ გაკეთებული პირველი შეთავაზება "ატალანტამ" უარყო.
როგორც ჩანს, კლუბები ჯერ კიდევ შორს არიან შეთანხმებამდე, ხოლო თავად თავდამსხმელმა, Football Transfers-ის ცნობით, უკვე შეათანხმა ინგლისურ გიგანტთან პირადი კონტრაქტის დეტალები.
Transfermarkt-ის ცნობით, რასმუს ჰოილუნდის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროა. დანიელი "ატალანტას" რიგებს გასული წლის აგვისტოში შეუერთდა, ავსტრიული "შტურმი"- დან 17,2 მილიონ ევროს სანაცვლოდ.