თბილისი:
მანჩესტერი:
3-07-2023, 20:42
ავტორი: kikala,
ნანახია: 2743,
კომენტარები: 19
ფარბრიციო რომანომ "იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმები მიმოიხილა
იტალიელი ჟურნალისტი პოტენციური ტრანსფერების შესახებ
ფარბრიციო რომანომ
გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ ისაუბრა. ფაბრიციომ მიმოიხილა, როგორც "წითელი ეშმაკების" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პოტენციური ახალწვეულები, ასევე შეეხო "იუნაიტედის" მოქმედი ფეხბურთელების მომავალს.

- "ინტერი" პარასკევიდან მოყოლებული ელოდება ანდრე ონანას შესახებ ოფიციალურ შეთავაზებას. "იუნაიტედი" რამდენიმე ვარიანტს განიხილავს მეკარის პოზიციაზე. თუმცა, ონანა პრიორიტეტად რჩება.

- იტალიიდან გავრცელდა ჭორები, რომ "იუნაიტედმა" "ატალანტას" შესთავაზა 35 მილიონი რასმუს ჰოილუნდის სანაცვლოდ. ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. "წითლებმა", იციან რომ ბერგამოელები დანიელ თავდამსხმელს ამ თანხად არ დათმობენ. იტალიელები რასმუსში 60-70 მილიონს ითხოვენ. ჰოილუნდი რჩება "იუნაიტედის" სატრანსფერო სიაში თუმცა, მხოლოდ ადეკვატურ ფასად.

- ჰარი მაგუაირი გაესაუბრება გუნდის მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰეგს, რათა გაიგოს შედის თუ არა მის გეგმებში მომდევნო სეზონში. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება მისი მომავალი. არსებობს ალბათობა, რომ ჰარი სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით კლუბს გამოიცვლის, რადგან მომავალ წელს ევროპის შემპიონატი გაიმართება.

- დინ ჰენდერსონი კლუბიდან წასვლის ნებართვას ელოდება, მაგრამ მას მანამ არ მიიღებს, სანამ ახალ მეკარესა და დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის საკითხი არ დაიხურება.

- "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერიკ ბაილის და ალექს ტელეშს აცნობა, რომ ისინი არ შედიან გუნდის გეგმებში. კლუბი ამ მოთამაშეებისთვის დიდ თანხას არ მოითხოვს. ტენ ჰაგის სურვილია, ორივე ფეხბურთელმა სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე "იუნაიტედი" დატოვოს.
ტრანსფერები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Kate
3 ივლისი 2023 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
პრიორიტეტი თავდამსხმელია იმედია ვიყიდით ვინმე წესიერს. ამ ჰოილუნდს გადაეკიდნენ და ტიპს არც მაგდენი გოლი აქვს გატანილი. მესმის შეიძლება ნიჭიერია მაგრამ მის გაზრდას დრო დასჭირდება. ჩვენ შემდგარი გოლეადორი გვჭირდება ახლა. ისმენს და ჰარის ისეთი ფასები დაადეს რომ ვერ შევწვდებით უეჭველი.
0
№2
ავტორი: ikeoni
3 ივლისი 2023 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11500
ციტატა: Kate
პრიორიტეტი თავდამსხმელია იმედია ვიყიდით ვინმე წესიერს. ამ ჰოილუნდს გადაეკიდნენ და ტიპს არც მაგდენი გოლი აქვს გატანილი. მესმის შეიძლება ნიჭიერია მაგრამ მის გაზრდას დრო დასჭირდება. ჩვენ შემდგარი გოლეადორი გვჭირდება ახლა. ისმენს და ჰარის ისეთი ფასები დაადეს რომ ვერ შევწვდებით უეჭველი.

Რეალურად რო შევხედოთ ძაან ჭირს დღეს სუფთა 9 იანი ამიტო გაგვიჭირდება ამ პირობებშიი.. შეიხი რო მოვიდეს მალე შეიძლება კიდე რაღაც გრადიოზული მოხდეს მაგრამ მაგასაც არ დაადგა საშველი..
1
№3
ავტორი: PaLoMo
3 ივლისი 2023 23:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4064

116 მოუთხოვია ლეივისს კეინში და ჩვენ იასნა უარი ვთქვით.რა ნათლია ტიპია დახეეთ?
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Kate
4 ივლისი 2023 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: ikeoni
ციტატა: Kate
პრიორიტეტი თავდამსხმელია იმედია ვიყიდით ვინმე წესიერს. ამ ჰოილუნდს გადაეკიდნენ და ტიპს არც მაგდენი გოლი აქვს გატანილი. მესმის შეიძლება ნიჭიერია მაგრამ მის გაზრდას დრო დასჭირდება. ჩვენ შემდგარი გოლეადორი გვჭირდება ახლა. ისმენს და ჰარის ისეთი ფასები დაადეს რომ ვერ შევწვდებით უეჭველი.

Რეალურად რო შევხედოთ ძაან ჭირს დღეს სუფთა 9 იანი ამიტო გაგვიჭირდება ამ პირობებშიი.. შეიხი რო მოვიდეს მალე შეიძლება კიდე რაღაც გრადიოზული მოხდეს მაგრამ მაგასაც არ დაადგა საშველი..

ჰო ეს გლეიზერები აქაც კოშმარულად იქცევიან. აღარ დააყენეს საშველი. მაგრამ საქმე სხვა რამეშია- ფინანსური ფეარ პლეის წესებით, სანამ არ გაყიდი ფეხბურთელებს, მხოლოდ გარკვეული თანხის დახარჯვა შეგიძლია თუ რაღაცაგდაგვარი. ასე რომ შეიხი რომ მოვიდეს კიდეც ეს არ ნიშნავს რომ უსაზღვრო თანხებს დახარჯავს. მაგრამ ახლა რაცაა იმაზე მეტი შეიძლება იყოს
0
№5
ავტორი: Old Red Devil
4 ივლისი 2023 06:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
სოფიან ამრაბატზე იწერება რაღაც შპჭ საიტებზე რო პირად კონტრაქტს ათანხმებს უკვეო.მაუნტი და ამრაბატი ობში შოტში ცუდი არ იქნება.იმედია წამსვლელებს დაადგება საშველი.
1
№6
ავტორი: Kate
4 ივლისი 2023 07:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: Old Red Devil
სოფიან ამრაბატზე იწერება რაღაც შპჭ საიტებზე რო პირად კონტრაქტს ათანხმებს უკვეო.მაუნტი და ამრაბატი ობში შოტში ცუდი არ იქნება.იმედია წამსვლელებს დაადგება საშველი.

წამსვლელები ყველაზე დიდი პრობლემაა
0
№7
ავტორი: Mishiko82
4 ივლისი 2023 11:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
სანამ გუნდს ახალი მეპატრონე არ ეყოლება მე პირადათ კარგ ტრანსფერებს არ ველოდები, იმედია მალე გაყიდოან ეს ვირიშვილები გუნდს და სატრანსფერო კუთხით სიტუაცია გამოსწორდება.
1
№8
ავტორი: PaLoMo
4 ივლისი 2023 11:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4064
მე ვფიქრობ ობ ნაპოლის 130+ ბონუსები რო მისცენ ოსიმენს გამოუშვებენ.ეგ თუ არა ზამთარში კეინს დაითრევენ და მანამდე იმ რესურსით იბრძოლებენ რაც აქვთ.
რაც შეეხება დე ხეა ამბავს მაკვირვებს რაა აი მაკვირვებს.ონანაში იხდი 40+5ბონუსებით და დავიდს ხელფასს უკლებ და მერე იმის ნახევარს სთავაზობ ეს არის დავიდის უპატივცემულობა.ტიპი ამდენი წელია გუნდშია და და ნუთუ არ იმსახურებს ნორმალურ ხელფასს?

ონიანს კიდე ჰენდერსონი არ სჯობს დავიჯერო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: Kate
4 ივლისი 2023 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: PaLoMo
მე ვფიქრობ ობ ნაპოლის 130+ ბონუსები რო მისცენ ოსიმენს გამოუშვებენ.ეგ თუ არა ზამთარში კეინს დაითრევენ და მანამდე იმ რესურსით იბრძოლებენ რაც აქვთ.
რაც შეეხება დე ხეა ამბავს მაკვირვებს რაა აი მაკვირვებს.ონანაში იხდი 40+5ბონუსებით და დავიდს ხელფასს უკლებ და მერე იმის ნახევარს სთავაზობ ეს არის დავიდის უპატივცემულობა.ტიპი ამდენი წელია გუნდშია და და ნუთუ არ იმსახურებს ნორმალურ ხელფასს?

ონიანს კიდე ჰენდერსონი არ სჯობს დავიჯერო?

არაარ იმსახურებს-დეგრადაციას განიცდის ბოლო რამდენიმე წელია. აქამდე რომ გააჩერეს ისაა გასაკვირი.
ჰენდერსონის თამაში ვისაც უნახავს, იცის რომ არ შეიძლება მაგის დატოვება მთავარ მეკარედ. ასე რომ ჯობია იყიდონ ვისაც ყიდულობენ

და კიდევ ოსიმენში 130 მილიონს ვერ გადაიხდიან
0
№10
ავტორი: Malboro463
4 ივლისი 2023 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5866
ონანას ტრანსფერს არ მივესალმები.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top