თბილისი:
მანჩესტერი:
2-07-2023, 12:42
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1938,
კომენტარები: 10
გრინვუდს მსურველი გამოუჩნდა
განსაკუთრებულს "იუნაიტედის" ფეხბურთელი სურს.
გრინვუდს მსურველი გამოუჩნდა
გადატანილი მძიმე პერიოდის შემდეგ, მეისონ გრინვუდი ოფიციალურ საფეხბურთო კარიერას უბრუნდება. ამ ეტაპზე უცნობია დარჩება თუ გაასხვისებს "იუნაიტედი" მოთამაშეს.

დღეს გაჟღერებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელს მსურველი იტალიის ჩემპიონატიდან გამოუჩნდა. სიახლეს ცნობილი გამოცემა The Sun - ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ინგლისელის მომსახურებით "რომაა" დაინტერესებული. "მგლების" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გრინვუდის მოწვევის მთავარი ინიციატორია.

პორტუგალიელმა მენტორმა უკვე გამართა მოლაპარაკებები 21 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებთან. "რომაელები" გრინვუდის იჯარას მომავალი სეზონის ბოლომდე აპირებენ.

მეისონს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. "მანჩესტერ იუნაიტედში" თავდამსხმელი 2019 წლის ივლისიდან თამაშობს.
ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
2 ივლისი 2023 12:46
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
ალ ნასრი უმზადებს წინადადებას კონტრაქტის თაობაზე დე ხეას.
1
№2
ავტორი: Old Red Devil
2 ივლისი 2023 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ეს კაი გასაგებია დასამარდა.მაგრამ დავიჯერო ერიკს არ შეუძლია რეშის,სანჩოს,პელისტრის,დიალოს იმედად იყოს შეტევაში?
1
№3
ავტორი: ikeoni
2 ივლისი 2023 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
ციტატა: Old Red Devil
ეს კაი გასაგებია დასამარდა.მაგრამ დავიჯერო ერიკს არ შეუძლია რეშის,სანჩოს,პელისტრის,დიალოს იმედად იყოს შეტევაში?

Ეგ ხო მაგრამ 9 იანი არ ყავს გუნდს
0
№4
ავტორი: Kate
2 ივლისი 2023 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: ikeoni
ციტატა: Old Red Devil
ეს კაი გასაგებია დასამარდა.მაგრამ დავიჯერო ერიკს არ შეუძლია რეშის,სანჩოს,პელისტრის,დიალოს იმედად იყოს შეტევაში?

Ეგ ხო მაგრამ 9 იანი არ ყავს გუნდს

ზუსტად. მთავარი პრიორიტეტი ეგ უნდა იყოს
1
№5
ავტორი: PaLoMo
2 ივლისი 2023 18:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
აი ტოტენჰემი რატო ატრაკებს ასე ვერვხვდები რაა.კეინის ადგილას იანვრამდე მოვიხდი კაკ მინიმუმ არ გავახანგრძლივებდიდა იანვარში მაგას 50ად დავითრევთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: Mishiko82
2 ივლისი 2023 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
გრინვუდს იჯარა სჭორდება ფორმის ასაღდგენად და იმედია რომაში ექნება ხშირი სათამაშო პრაქტიკა. 9-აუცილებლად გვჭირდება. დე ხეასთან შეხვედრა სამშაბათს ქონიათ შეხვედრა გუნდის ბოსებს შეხვედრა და ვნახოდ რა მოხდება, ინტერს მადა გაეხსნა და უფასოდ დათრეულ ფეხბურთელში 50 მილიონს ოთხოვს და პლიუს 5 მილიონს ბონუსებით მანიუ ხო მეწველი ძროხაა, ჩელსის ინტერთან მოლაპარაკება ონანაზე 40 მილიონზე ქონდა და ჩვენ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
0
№7
ავტორი: Kate
2 ივლისი 2023 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: PaLoMo
აი ტოტენჰემი რატო ატრაკებს ასე ვერვხვდები რაა.კეინის ადგილას იანვრამდე მოვიხდი კაკ მინიმუმ არ გავახანგრძლივებდიდა იანვარში მაგას 50ად დავითრევთ.

ტოტენჰემს ბაიერნის იმედი აქვს. და თან ლევისთან მოლაპარაკება კოშმარია. ბერბატოვის საგა გამახსენდა უცებ
0
№8
ავტორი: Raphaël Varane
2 ივლისი 2023 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 119
ციტატა: Old Red Devil
ეს კაი გასაგებია დასამარდა.მაგრამ დავიჯერო ერიკს არ შეუძლია რეშის,სანჩოს,პელისტრის,დიალოს იმედად იყოს შეტევაში?

პელისტრის და დიალოს "ტალანტი" არ გაიშვა არსად. მასეთი ხარახურა ფეხბურთელებით ისევ მაქსიმუმ ლიგის საგზურის გუნდად დავრჩებით. შეიხის მოსვლის მერე უნა შეიცვალოს ყველაფერი
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
3 ივლისი 2023 11:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
გრინვუდი გვჭირდება აუცილებლად, იქნებ დასრულდეს მაგის საგა
0
№10
ავტორი: Kate
3 ივლისი 2023 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: Mishiko82
გრინვუდს იჯარა სჭორდება ფორმის ასაღდგენად და იმედია რომაში ექნება ხშირი სათამაშო პრაქტიკა. 9-აუცილებლად გვჭირდება. დე ხეასთან შეხვედრა სამშაბათს ქონიათ შეხვედრა გუნდის ბოსებს შეხვედრა და ვნახოდ რა მოხდება, ინტერს მადა გაეხსნა და უფასოდ დათრეულ ფეხბურთელში 50 მილიონს ოთხოვს და პლიუს 5 მილიონს ბონუსებით მანიუ ხო მეწველი ძროხაა, ჩელსის ინტერთან მოლაპარაკება ონანაზე 40 მილიონზე ქონდა და ჩვენ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

დღეს იწერება რომ არ მიდის რომაში. და რომ ინტერვიუს მისცემს - ჯერ არაა ცნობილი ვის. ეს ალბათ იმას ნიშნავს რომ მანჩესტერში დატოვებენ ამ ნაგავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top