"მანჩესტერ იუნაიტედის" კარის დარაჯი დავიდ დე ხეა სულ მალე თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს, მეკარეს ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი ეწურება.
ესპანელის მოქმედი ხელშეკრულება 30 ივნისს დაასრულებს მოქმედების ვადას და მხარეებს, როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნულ პერიოდში ახალ კონტრაქტზე შეთანხმების დრო არ ექნებათ.
თუმცა, Sky Sports-ის ცნობით, მოლაპარაკებები ძალიან მალე - მომავალ კვირას განახლდება. 32 წლის ესპანელი ამჟამად შვებულებაშია.
დავიდ დე ხეა "წითელ ეშმაკებს" 2011 წლიდან ეკუთვნის. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 58 მატჩი ჩაატარა, მათში 61 გოლი გაუშვა და გუნდის კარი 25-ჯერ ხელუხლებელი შეინახა.