ყატარელი ბიზნესმენები შეიხ ჯასემის ხელმძღვანელობით დარწმუნებულები არიან, რომ წარმატებით დაასრულებენ მოლაპარაკებას "გლეიზერების" ოჯახთან "მანჩესტერ იუნაიტედის" ყიდვის თაობაზე, იუწყება Goal.com.
კატარული მხარის მთავარი კონკურენტი ბრიტანელი ბიზნესმენი ჯიმ რეტკლიფია, რომელიც ასევე აქტიურადაა ჩართული მოლაპარაკებებში.
ამერიკელების მიერ მაღალი ფულადი მოთხოვნების მიუხედავად, ყატარელები დარწმუნებულნი არიან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში. პროცედურა დროში გაიწელა, თუმცა მოსალოდნელია რომ უახლოეს დღეებში პროცედურა დასრულებისკენ აიღებს გეზს.
გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის საგზური მოიპოვა.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.