თბილისი:
მანჩესტერი:
28-06-2023, 17:33
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1750,
კომენტარები: 9
აზრთა სხვადასხვაობა
ხელმძღვანელობას სურს ტენ ჰაგს არა.
აზრთა სხვადასხვაობა
სპორტულ პრესას თუ დავუჯერებთ, "მანჩესტერ იუნაიტედში" დავიდ დე ხეას სკამი დიდი ხანია შერყეულია. კიპერი თავად გუნდის მენეჯერმა ერიკ ტენ ჰაგმა აითვალწუნა.

ჟურნალისტ კრის უილერის თქმით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას სურს ესპანელი ნომერ პირველ მეკარედ შეინარჩუნონ, რადგან არ სურთ დიდი თანხის დახარჯვა მისი შემცვლელის შესაძენად.

თუმცა ასე არ ფიქრობს თავად ნიდერლანდელი სპეციალისტი, ტენ ჰაგი დე ხეას ფეხით თამაშს უწუნებს, მას სურს, რომ კიპერს ეს კომპონენტი უმაღლეს დონეზე ჰქონდეს დახვეწილი.

გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს გუნდში ახალი მეკარის მოწვევა სურს ნომერ პირველის როლზე. ერიკი დატოვებს დე ხეას თუმცა ის ამ შემთხვევაში სათადარიგოზე გადაინაცვლებს. დავიდს ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, თუმცა მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

პრესა ხშირად წერს ანდრე ონანაზე რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ინგლისურ გრანდს აქტიურად უკავშირდება.


უნდა დარჩეს თუ არა დე ხეა ძირითადის მეკარედ?

დიახ
არა

ჭორები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Mishiko82
28 ივნისი 2023 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
ყველაზე ნაკლებად ეხლა მელარის პოზიციაზე გვიჭირს, პირველ რიგში ფორვარდი, ნახევარმცველი და მცველი გვჭირდება, ამათი ყიდვის შემდეგ შეიძლება მეკარის ყიდვაზე ფიქრი კონკურენციის გასაძლიერებლად.
0
№2
ავტორი: ikeoni
28 ივნისი 2023 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
Ხო რა დროს მეკარეზეა ლაპარაკი წინ გვჭირდბა ხალხი კარგით რაა
0
№3
ავტორი: Svanchester
28 ივნისი 2023 21:59
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
დეკლან რაისი გაიფორმა არსენალმა.
0
№4
ავტორი: ikeoni
28 ივნისი 2023 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
ციტატა: Svanchester
დეკლან რაისი გაიფორმა არსენალმა.

Რაისი ჰავერცი ტიმბერი ...
0
№5
ავტორი: Lev
29 ივნისი 2023 02:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
ტრანსფერებზე როდის უნდა გავიდნენ, გუნდში არსებული გაურკვევლობა მოქმედებს სატრანსფერო პოლიტიკაზე. გაყიდონ გუნდი გლეიზერებმა რით ვერ გაძღნენ, მართლა ათასობით ფანი უნდა გამოვიდეს და ბანერებს ცეცხლი წაუკიდონ რომ გულშემატკივრების აზრი გაითვალისწინონ? გლეიზერები თუ დარჩნენ ნახევარ მანჩესტერში გამოსვლები დაიწყება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: Kate
29 ივნისი 2023 08:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: ikeoni
Ხო რა დროს მეკარეზეა ლაპარაკი წინ გვჭირდბა ხალხი კარგით რაა

კი თავდამსხმელი არ გვყავს. ისევ ვეგჰორსტის ამარა ვერ ვიქნებით
0
№7
ავტორი: shotkin
29 ივნისი 2023 08:48
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ხმა მივეცი ,,არას" და არა იმიტორო დე ხეა არ მომწონს არამედ იმიტორო მართლა ცოდოა რა, 12 წელია აქაა შეაკლა მთელი კარიერა აქ და კინკილა პრემიერლიგის ტიტულიაქვს მოგებული ამ 12 წელში რამოდენიმე შიდა თასი და 1 ევროპალიგა, ცოდოა ძაან.

ცოტახნისწინ პოსტიც ედო ,,მთქნარება სმაილი" რაც მიანიშნებდა ხელმძღვანელობისკენ რო ერთი ადგილი გაანძრიეთო და რამე ქნებით ტრანსფერებზეო,

გუნდს მართლა უჭირს და ესენი ტრანსფერებს არ აკეთებენ ნათელია ყველაფერი რა და ვის მოუნდება აქ თამაში და 4-5 ადგილისთვის ბრძოლა ყოველწელს?

ვინ ვინ და დეხეას მიმართ არაფერი არ გვეთქმის ეს 12 წელი გვათრია საიდანაც მინიმუმ 9-10 სეზონი უმაღლეს დონეზე და თითქმის უსეცდომოთ ჩაატარა და წელს 4-5 ცუდი მომენტის გამო წიხლით შედგა ხალხი.

რობოტი არავინ არააა და მოტივაციაც ჭირდება ხალხს და ხელის შეწყობა ზოგისთვის მარტო ხელფასი არ არის მოტივაცია და რაღაც ეტაპზე ეგეც გბეზრდება , ამიტო ამ კლუბში მოტივაცი იქნება თუ რეალურად ტიტულებისთვის მებრძოლ გუნდს შექმნიან მარა ეგ ზღაპარი როა დეხეას პოსტიდანაც 1 ემოჯით გამოჩნდა.( გამოჩნდა ამ 10 წელიადში კიდევ ერთხელ)
0
№8
ავტორი: f.c.mu
29 ივნისი 2023 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 376
მეკარეზე ეხლა ფულის ხარჯვას აზრი არ აქვს
მითუმეტეს როცა იწერება 100 მილიონზე მეტი არ მისცესო

მაგ ფასად ფორვარდზე უნდა ვიჩალიჩოთ მხოლოდ

თუ ვინმე გავყიდეთ და 100 მილიონიდან რამე ხურდა დარჩა რაც ნაკლებად სავარაუდოა
მერე შეიძლება ნახევარდაცის გაძლიერება

რავი ჩემი აზრით მეკარე ყველაზე ბოლოს
პირველ რიგში გილების გამტანი გვინდა
0
№9
ავტორი: jemal
1 ივლისი 2023 07:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
ერთი უდაოდ მრთალია, რისი თამაშიც ჰააგს უნდა იქ იმენა სქოულზი მეკარე უნდა გყავდეს. და ზოგადად თანამედროვე ფეხბურთში მაგარი პასი ბურთის მომწოდებელ ბავშვსაც კი უნდა ქონდეს, მოურინიოს ბავშვი რომ გავიხსენოთ. :D . თანამედროვე მეკარის შემადგენელი ნაწილია ეგ. მაგრამ აქ დაწერილ კომენტარებს აღარ გავიმეორებ კარგად აღწერეს ვინაა ეს კაცი ამ გუნდისთვის და რა გაუკეთებია. ერთს ვიტყვი მარტივად: ასე ლეგენდებს არ ექცევიან!!!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top