გაზრდილი თამასა, მოთხოვნილი მაღალი სახელფასო ჭერი, ადრიენ რაბიოსა და მის აგენტს რომელსაც დედამისი წაროადგენს მადა ნამდვილად აქვთ გახსნილი.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჯერ კიდევ იანვარში როდესაც მხარეები ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ფეხბურთელის დედამ ვერონიკამ, რომელიც ასრულებს მისი აგენტის მოვალეობებს, "მანჩესტერ იუნაიტედს" 3 წლიანი კონტრაქტი მოსთხოვა წელიწადში 10 მილიონი ევროს ოდენობით.
გარდა ამისა, მან ასევე მოითხოვა კონტრაქტზე ხელმოწერის ბონუსი 10 მილიონი ევრო. ამ მოთხოვნების შესწავლის შემდეგ, "იუნაიტედმა" მაშინვე უარი თქვა აღნიშნულ გარიგებაზე.
ამის გამო რაბიომ "იუვენტუსში" დარჩენა გადაწყვიტა. 2024 წლამდე ახალი კონტრაქტით ადრიენი წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს, ადვილად მისაღწევი ბონუსების გამო მისი ხელფასი შეიძლება გაიზარდოს 8 მილიონ ევრომდე წელიწადში.
როგორც ჩანს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მერე გავრცელებული ყველა სპეკულაცია რაბიოსა და "იუნაიტედს" შორის მცდარი აღმოჩნდა.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.