ტოტენჰემის თავდამსხმელი ჰარი კეინი, სავარაუდოდ, "მანჩესტერ იუნაიტედში" არ გადავა, უპრიანი იქნებოდა ნათქვამი ვერ გადავა, თუ რატომ ქვემოთ მოგახსენებთ.
The Athletic-ის ცნობით, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ტოვებს ჰარი კეინის შეძენას შესაძლებლობის განხილვას მას შემდეგ, რაც დარწმუნებულნი გახდნენ იმაში, რომ "ტოტენჰემის" თავმჯდომარე დანიელ ლევი არ დათანხმდება მის გაყიდვას პრემიერ ლიგის სხვა რომელიმე კლუბში.
ლევის მთავარი პრიორიტეტია ფეხბურთელი გაასხვისოს სხვა ევროპულ ტოპ ჩემპიონატში, გავრცელდა ინფორმაცია "ბაიერნთან" მოლაპარაკებების" შესახებ.
გასულ სეზონში ჰარი კეინმა 49 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. თავდამსხმელი ბოლო წლების ერთერთ საუკეთესო გოლეადორად ჩამოყალიბდა.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.