"მანჩესტერ იუნაიტედი" იმედოვნებს, რომ შეძლებს და გაიმარჯვებს რბოლაში, რომელიც უკავშირდება "ვესტ ჰემის" ნახევარმცველის დეკლან რაისის შეძენას.
საქმეში უკვე არიან ჩართული "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "არსენალი". პეპ გვარდიოლას კლუბი "ჩაქუჩებს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს სთავაზობს დამატებით 10 მილიონის ბონუსებით. სავარაუდოდ მსგავსი შეთავაზება ექნება "არსენალსაც".
ხოლო, The Telegraph-ის ცნობით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან გარიგებაში ჩართონ თავიანთი ორი ფეხბურთელი - ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაირი და ნახევარმცველი სკოტ მაკტომინაი - და ასევე გადაიხადონ გარკვეული თანხა.
თუმცა, რაისისთვის ბრძოლაში ზემოაღნიშნული ორი კლუბი კვლავ ლიდერობენ.
დეკლან რაისი 24 წლის გახლავთ, ავტორიტეტული პორტალ transfermarkt-ის ექსპერტები ფეხბურთელს 90 მილიონ ევროდ აფასებენ. რაისმა 2022/2023 წლების სეზონში "ვესტ ჰემში" 50 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაც მიითვალა პირად აქტივში.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.