შემტევმა ნახევარმცველმა ჯედონ სანჩომ შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში დატოვოს.
ცნობილი სპორტული ტაბლოიდის Daily Mail- ის ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" ფეხბურთელს წასასვლელად ამზადებენ.
მათი პირობა ესეთია: ფეხბურთელი გაიყიდება თუ გარემარბის სანაცვლოდ, 45 მილიონ ფუნტს-სტერლინგს (52,5 მილიონი ევრო) შესთავაზებენ.
23 წლის ნახევარმცველი "მანჩესტერულ" გუნდში 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ის "იუნაიტედში" დორტმუნდის "ბორუსია"- დან გადავიდა.
სანჩომ გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემაც შეასრულა. მისი კონტრაქტი ინგლისურ გრანდთან 2026 წლის შუა რიცხვებამდეა გათვლილი.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.