თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2023, 10:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1116,
კომენტარები: 7
დიალოს მსურველი გამოუჩნდა
ამადის შესაძლო ახალი თავგადასავალი.
დიალოს მსურველი გამოუჩნდა
"ლიდსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბ ამად დიალოსთან თანამშრომლობას გეგმავს. ინფორმაციას ჟურნალისტი სტივ ბეიტსი ავრცელებს.

კოტ'დივუარელმა გასული სეზონი "სანდერლენდში" იჯარის წესით გაატარა რის შემდეგაც წარმატებითაც დაიმკვიდრა თავი ჩემპიონატში.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ერიკ ტენ ჰეგს სურს, რომ 20 წლის ფეხბურთელმა ახალი გამოცდილება მიიღოს, თუმცა ნიდერლანდელი ამჯობინებს, რომ მისი განვითარება პრემიერ ლიგის კლუბში ან რომელიმე სხვა ევროპულ ლიგაში მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ "ლიდსი" გასულ სეზონში პრემიერ ლიგიდან გავარდა, თუმცა ისინი შეეცდებიან დაარწმუნონ "წითელი ეშმაკები" დიალოს გასხვისებაზე, მიუხედავად ტენ ჰაგის ზემოაღნიშნული მოთხოვნებისა.
ჭორები
7 კომენტარი
№1
26 ივნისი 2023 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 326
ნეტა აქ ვინ მოდის, ჯერ ეგ გაგვაგებინეთ.
0
№2
ავტორი: Svanchester
26 ივნისი 2023 11:49
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
ციტატა: კახა ხოსროშვილი
ნეტა აქ ვინ მოდის, ჯერ ეგ გაგვაგებინეთ.

სანამ კლუბის მფლობელობის თემა არ მოგვარდება და დალაგდება არამგონია ტრანსფერები გაიჩარხოს, მაუნტზე მიდის საუბარი ერთადერთი სერიოზულად და მეტი არავისზე არცკი იწერება.
1
№3
26 ივნისი 2023 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 326
ციტატა: Svanchester
ციტატა: კახა ხოსროშვილი
ნეტა აქ ვინ მოდის, ჯერ ეგ გაგვაგებინეთ.

სანამ კლუბის მფლობელობის თემა არ მოგვარდება და დალაგდება არამგონია ტრანსფერები გაიჩარხოს, მაუნტზე მიდის საუბარი ერთადერთი სერიოზულად და მეტი არავისზე არცკი იწერება.

ნეტა დაადგეს საშველი ამ კლუბის გაყიდვას ბოლოს და ბოლოს, თორემ ვერავისაც ვერ ვიყიდით და ოთხეული ისევ სახვეწრად გახდება. აგერ, ყველა გუნდი ძლიერდება და ჩენ ისევ ერთსა და იმავე ადგილს ვტკეპნით.
0
№4
ავტორი: ikeoni
26 ივნისი 2023 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
Ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ ძალიან:(( იმედია მალე მოგვარდება ეს გაყიდვის ამბავი თორე ესე არაფერი არ გამოვა
0
№5
ავტორი: PaLoMo
26 ივნისი 2023 15:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
სანჩოს ყიდის კლუბის და ეს იღადავა ვინმემ თუ მართალია?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: shotkin
27 ივნისი 2023 13:41
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ამ კლუბში იმხელა პრობლემებია ჯერ მარტო შემადგენლობაში რო წესით ამ დრომდე ნახვეარი საქმე უნდა გაკეთებულიყო და წამსვლელები წასულიყვნენ და მომსვლელები მოდიოდნენ მარა ხო ვხედავთ ყველა რაც ხდება მოსვლას ვინ ჩივის გაშვება გვიწირს უბრალოდ ვერ ყიდიან ფეხბურთელებს იმდენად დაბალი ხარისხის მოთამაშეები გვყავს.

თვენახევარსი იწყება ახალი სეზონი და ამათ არაფერი გაუკეთებიათ ამ ბოლო 1 თვის განმავლობაში.

მივიღებთ იმას რო ჰა ჰა მაქსიმუმ 1 კაცი ან 2 მოვა და მაგუაიერი,ფერდი,მარსიალიდან (რომელთაგან წიხლით გასაგდებია ყველა) წავა მაქსიმუმ 1 და ეგიქნება რა.

მერე გამოვა მწვრთთვნელი და სხვის ან ტავის ჩაჯმულ საქმეს იმით გააპრავებს რო დაგვიწყებს დაბოლებას თუ რა დიდი პოტენციალი აქვს მარსიალს ან ფრედს და ჯერ კიდევ რო გვჭირდება და კლუბს მათის სჯერა და ათასი უაზრობა, რაც კაი ხანია ყელში გვაქვს ამოსული ფანობას.

შევეგუოთ იმას რო უნიათო კლუბი ვართ ყველა ასპარეზზე თან კაი ხანია.
0
№7
ავტორი: Mishiko82
27 ივნისი 2023 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
მგონი სანჩოს გაყიდვისგან გუნდმა თავი უნდა შეიკაოს იმდენი თანხაა მასში გადახდილი რომ ერთი შანსი კიდევ უნდა მისცენ, რატომღაც მგონია რომ გამოასწორებს თამაშს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top